Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვინ არიან ოქროსმედალოსნები, რომლებიც ვანის მერმა დააჯილდოვა?

თარიღი : 8-06-2020, 20:26 | კატეგორია: პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა 2020 სასწავლო წლის ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებულები დააჯილდოვა.

მიმდინარე წელს ვანის საჯარო და კერძო სკოლების 20 -მა მოსწავლემ სასწავლო წელი წარჩინებით დაამთავრა. ესენი არიან: ვანის N1 საჯარო სკოლა- ელგუჯა კალანდაძე, დავით თავაძე, ტობანიერის საჯარო სკოლა- ემზარ ჩაჩუა, მარი ლორთქიფანიძე, თამარ ოჩხიკიძე, ამაღლების საჯარო სკოლა- ნინო მესხი, ხატია ხურციძე, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ვანის N2 საჯარო სკოლა- ლევან გოგორიშვილი, მარიამ მამასახლისი, მერი ღვინიანიძე, მთისძირის საჯარო სკოლა- მარი ბუაძე, ზედავანის საჯარო სკოლა- შოთა ჩახუნაშვილი, ძულუხის საჯარო სკოლა-ბიჭიკო დეკანოია, ზეინდრის საჯარო სკოლა-ილია კაპანაძე, ვალერი გიორგაძე, ავთანდილ გიორგაძე, ისრითის საჯარო სკოლა- ლევან მჟავანაძე, მარიამ კაპატაძე, ნინო შენგელია, ვანის მართლმადიდებლური გიმნაზია- თიკა რამიშვილი.

მუნიციპალიტეტის მერმა ოქროს მედალოსნებს მიმართა. მერის თქმით, ეს მხოლოდ წარმატებული გზის დასაწყისია და მთავარი წარმატება მომავალი პროფესიის სწორად არჩევასა და მაღალკვალიფიციურ პროფესიონალად ჩამოყალიბებაშია.

ალექსანდრე გოგორიშვილმა კურსდამთავრებულებს სამახსოვროდ სიმბოლური საჩუქრები და დიპლომები გადასცა.


ნანახია: 244-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დაჯილდოების ცერემონია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში გაიმართა.
28 ნოემბერს ხარაგაულის კინოთეატრში 'ინტელექტ-ჩემპიონატის' ნახევარფინალი გაიმართება.

ამინდი