Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იყიდება ნატურალური თაფლი საოჯახო მეურნეობიდან

თარიღი : 8-06-2020, 13:56 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
თაფლი ძველად მთავარ სამკურნალო საშუალებად ითვლებოდა. თავად ჰიპოკრატე მოუწოდებდა ყველას, ყოველდღიურად მიეღოთ თაფლი. დღეს, სამეცნიერო მედიცინაც აქტიურად იყენებს თაფლს, სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.

სასწაულმოქმედი ნექტარი აძლიერებს იმუნიტეტს, აღადგენს ენერგიას და ორგანიზმის დამცავი ფუნქციების მობილიზებას ახდენს.

რა თქმა უნდა, სამკურნალო თვისებები მხოლოდ ნატურალურ თაფლს გააჩნია. თაფლის გათბობა მის მიკროელემენტებს ანადგურებს, რასთან ერთადაც სამკურნალო თვისებებიც კვდება.
თაფლის მთავარი სასარგებლო თვისება - ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო და ანტივირუსული მოქმედებაა. თაფლი შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს, რომელიც ბაქტერიების განადგურების მაღალ შესაძლებლობაზეა პასუხისმგებელი. თაფლს ასევე ანემიის დროს იყენებენ. ის სისხლში ჰემოგლობინის დონეს არეგულირებს. თაფლით კურნავენ ხველასაც, განსაკუთრებით - ბავშვებში. მას თბილ რძეში ხსნიან.

თაფლს ასევე იყენებენ კოსმეტოლოგებიც. ითვლება, რომ თაფლის და ზეითუნის ზეთის ნატურალური ნიღაბი, რამდენიმე დღეში სასწაულს მოახდენს. ის აუმჯობესებს სახის ფერს და ატენიანებს კანს.

ექიმები გვირჩევენ, რომ დილაობით ოთახის ტემპერატურის წყალში გახსნილი თაფლი მივირთვათ.

იმერეთში არსებული საოჯახო საფუტკრე მეურნეობა გთავაზობთ ეკოლოგიურად სუფთა, ე.წ. მაისის თაფლს. ერთი ლიტრი თაფლის ღირებულება 25 ლარს შეადგენს. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ შემდეგ ტელეფონზე: 598 800 041.


ნანახია: 263-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ნატურალური (აკაციისა და წაბლის) თაფლის შეძენის მსურველებმა შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ტელეფონზე: 555 19 10 94 და შეიძინოთ
კოოპერატივში, სადაც 64 ადგილობრივია დასაქმებული, თაფლს და თაფლის პროდუქტებს აწარმოებენ.
მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, ქართული წარმოების თაფლი ევროპის ბაზარზე ვერ ხვდება.
ინგრედიენტები: 14 კვერცხი 3 ჭიქა შაქარი 2 სუფრის კოვზი თაფლი 4 კოვზი ყავა

ამინდი