Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვინ დგას იმ ახალი სასტუმროს უკან, რომელიც ქუთაისს ივლისიდან შეემატება?

თარიღი : 5-06-2020, 21:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ივლისიდან ქუთაისს კიდევ ერთი ახალი სასტუმრო - „ნიუ პორტი“ შეემატება. ქუთაისის ცენტრში მდებარე 1914 წელს აშენებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა, რომელიც განადგურებული იყო, სრულად აღდგა.

სასტუმრო სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში მოეწყო.
https://i.postimg.cc/Hs2zSvZm/53-ABC52-E-66-BC-43-E0-97-E8-93-A787435-CE3.jpg
ახალი სასტუმრო, გახსნამდე ცოტა ხნით ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მარიამ ქვრივიშვილსა და იმერეთის რეგიონის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან ერთად დაათვალიერა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ქუთაისის, როგორც უძველესი ქალაქის ისტორიულ როლსა და მნიშვნელობას ქვეყნის კულტურულ, საგანმანათლებლო და ეროვნულ ცხოვრებაში და მისი მაქსიმალური განვითარების მნიშვნელობას, თუმცა ძველი იერსახისა და იმ სულისკვეთების შენარჩუნებით, რომლითაც ქუთაისი ევროპული და ამავე დროს, სრულიად უნიკალური ქალაქია.

ცნობისთვის, ახალი სასტუმრო ქუთაისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ნიკა ლატარიას ოჯახის საკუთრებაა.


ნანახია: 872-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სასტუმროს, რომელიც ქალაქის ისტორიულ ცენტრში განთავსდება, 40 სტანდარტული და 5 ლუქსის ტიპის ნომერი ექნება.
სასტუმროს ინფრსტრუქტურა 3 საკონფერენციო დარბაზს, ღია და დახურული ტიპის კაფე-რესტორანს მოიცავს.
ადგილი, სადაც 13 მილიონიანი ინვესტიცია უნდა განხორციელდეს, ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა და მიმდინარეობს შესყიდვის

ამინდი