Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“ისტორიაში პირველად, ქუთაისის 200 ათასზე მეტ მცხოვრებს წყალი უწყვეტად, 24-საათიან რეჟიმში მიეწოდება”

თარიღი : 5-06-2020, 20:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით, ქუთაისის უწყვეტი წყალმომარაგება, რაც ათწლეულების განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა, მოგვარებულია და მსგავსი სისტემური პრობლემების გადაჭრა გაგრძელდება.

ქუთაისის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობის მეორე ფაზა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ უკვე დაასრულა. განხორციელებულ პროექტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილსა და იმერეთის რეგიონის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან ერთად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში გოდოგანზე ორი, ხოლო მუხრანში ერთი რეზერვუარი აშენდა. ასევე, მოეწყო სამი სატუმბი სადგური, 18 კმ წყლის მაგისტრალური მილსადენი და 300 კმ შიდა გამანაწილებელი ქსელი.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქუთაისის უწყვეტი წყალმომარაგება, რაც ათწლეულების განმავლობაში სერიოზული პრობლემა იყო და ადგილობრივ მოსახლეობას დიდ დისკომფორტს უქმნიდა, მოგვარებულია და მსგავსი სისტემური პრობლემების გადაჭრა ეტაპობრივად გაგრძელდება.

პროექტის განხორციელების შედეგად, ქუთაისის 200 ათასზე მეტ მცხოვრებს წყალი უწყვეტად, 24-საათიან რეჟიმში მიეწოდება.

პრემიერ-მინისტრმა პროექტის ფინანსური მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკს, რომელმაც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში 80 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა.


ნანახია: 446-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ჭიათურაში წყალმომარაგების პრობლემებს გაერთიანებული