Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას პასუხი აქვს ოპოზიციის ბრალდებებზე ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს?

თარიღი : 4-06-2020, 21:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
“სამწუხაროა, რომ ოპოზიციურ პარტიებს ქუთაისის მიმართ დამოკიდებულება მხოლოდ წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ველზე თავის დამკვიდრების მიზნით ახსენდებათ,”- ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შენგელიამ განაცხადა, რომელიც "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის ანა ნაცვლიშვილის მიერ ქუთაისის სკოლა "მართვეში"არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ირაკლი შენგელიამ აღნიშნა, ყველა სპორტული სკოლის მათ შორის, საფეხბურთო კლუბ "მართვეს"
სრული განახლება ეტაპობრივად მოხდება.

"მოქალაქეების ინტერესებზე ზრუნვა არჩევნების მოახლოებასთან ერთად გახშირებული ბრიფინგები კი არა, მოქალაქეების ინტერესების სამსახური წლების განმავლობაში არსებულ გამოწვევებზე პასუხი და შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების დაგეგმვის პროცესია.

მართალია, ჩვენმა ოპონენტებმა გუშინ აღმოაჩინეს სპორტულ სკოლებში არსებული ვითარება, მაგრამ მინდა ვუპასუხო, რომ ეს საკითხი შესწავლის საგანი გახდა, დღიდან ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისა. სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ნაწილი კონკრეტული გეგმის სახით არის გაწერილი ბიუჯეტში, რაც, რა თქმა უნდა, სრულად ვერ იქნება მოცული ერთი ან ორი წლის ვადებში, თუმცა ეტაპობრივი ძირეული რეაბილიტაციით საშუალება გვექნება, სპორტული სკოლების ინფრასტუქტურა სრულად გარდავქმნათ თანამედროვე სტანდარტებზე. ეს პროცესი არის შეუქცევადი და ეტაპობრივად მოხდება ყველა სპორტული სკოლის სრული განახლება, რა თქმა უნდა, მათ შორისაა საფეხბურთო კლუბი "მართვეც", - განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

ამასთან, მისივე თქმით, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტმა გააუქმა ის მინიმალური გადასახადი, რაც დაწესებული იყო სპორტული სკოლებისთვის და ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტი სრულად აფინანსებს აღნიშნულ სასწავლებლებს.

"სწავლის საფასურის გაუქმების შემდეგ სპორტული სკოლების კონტინგენტი 1500 ბავშვით გაიზარდა და დღეს 4 388 -ს შეადგენს. ვიმეორებ, რომ ქალაქში არსებული 43 სპორტული სკოლის ძირეული რეაბილიტაცია დაკავშირებულია ვადებთან, ეს არის დროში, შესაბამისი ბიუჯეტით გაწერილი პროცესი.

რაც შეეხება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიაციას და ახალგაზრდებისთვის მოსასვნებელი და სპორტული სივრცეების მოწყობას, ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის, ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს როგორც რეკრეაციული, ასევე გასართობი და სპორტული სივრცეების მოწყობა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განახლდა 32 მინი საფეხბურთო სტადიონი, აქედან 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 10 მათგანის რეაბილიტაცია", - განაცხადა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა.


ნანახია: 241-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან კირკიტაძემ
ქუთაისში სულ 7 სპორტული სკოლაა, რომელთა 1149 მოსწავლესაც დღეიდან ახალი სავარჯოშო ფორმა ექნება.

ამინდი