Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულის მერიაში ვაკანსიებია

თარიღი : 2-06-2020, 21:53 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ 4 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადა.

კონკურსი შემდეგ პოზიციებზე გამოცხადდა:

სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის, ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის განყოფილების, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ადგილების რაოდენობა 2);

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, შესყიდვებისა და მატერიალური-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების პირველი კატეგოტიის უფროსი სპეციალისტი.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დასაქმების მსურველებს საშუალება ეძლევათ 8 ივნისისს ჩათვლით საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ–გვერდზე (www.hr.gov.ge/) დარეგისტრირდნენ და მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ კონკურსში.

კონკურსი ორ ეტაპად გაიმართება. პირველი ეტაპი განცხადებების გადარჩევას, ხოლო მეორე ეტაპი გასაუბრებას ითვლისწინებს.

კონკურსის ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კონკურსანტს ეცნობება მის მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ საჯარო სამსახურის ბიუროს შესაბამის ვებ–გვერდზე: www.hr.gov.ge.


ნანახია: 276-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვაკანტური თანსმდებობების დასაკავებლად გამგეობაში კონკურსი გამოცხადდა.
საბუთები მიიღება მიმდინარე წლის 15 აგვისტოს ჩათვლით
ვაკანსიების ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.hr.gov.ge.
topnews.com.ge იმ ვაკანტური თანამდებობებს გთავაზობთ, რომელზედაც კონკურსი გამოცხადდა.
მერიაში მუშაობის მსურველებს ასევე, ქართული ენის ძალიან კარგად ფლობას სთხოვენ.
აპრილის თვეში გუბერნიის სამსახურის უფროსებზე და მათ მოადგილეებზე გამოცხადდება კონკურსი

ამინდი