Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანის სოფლების-ზეინდრისა და სალომინაოს დამაკავშირებელ გზაზე ასფალტის საფარი დაიგება

თარიღი : 2-06-2020, 17:42 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განხორციელდა.

ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის პირველი მოადგილე გონერ მეფარიშვილი ქალაქ ვანის და სალომინაოს ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნენ.

ზეინდარის და სალომინაოს ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე განხორციელდა ქვიშა-ხრეშის შეტანა, შემასწორებელი ფენის მოწყობა, დაპროფილება, ავტოგრეიდერით გზის დატკეპნა. აღნიშნული გზის მონაკვეთზე დაიგება ასფალტო-ბეტონის საფარი.

სამუშაოებს შ.პ.ს „ნიუპოვერი“ ასრულებს. პროექტის ღირებულებაა 83 000 ლარია. ასევე ქალაქ ვანში მიმდინარეობს ნიკოლაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია. განხორციელდა არსებული ამორტიზებული ასფალტის დემონტაჟი, გზის დაპროფილება, სანიაღვრე არხების ამოღება, მიმდინარეობს ბე5ტონის კიუვეტების მოწყობა და უახლოეს დღეებში გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარი. გზის რეაბილიტაციას შ.პ.ს „Georgian Build” ახორციელებს. პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 150000 ლარით დაფინანსდება.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნითმიმდინარე სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდება.


ნანახია: 217-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტის მიმდინარეობის მესამე ეტაპზე ორ კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია განხორციელდა, რაზედაც რეგიონებში განსახორციელებელი

ამინდი