Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“ყველას ერთად გვეცხოვროს გაძლიერებულ, გამთლიანებულ საქართველოში, რომლის ისტორიის ერთ-ერთი ფურცელი იყო და იქნება ანტიკური ხანიდან ფეხმოკიდებული, უძველესი ისტორიული და კულტურული წარსულის მქონე ვანი”

თარიღი : 2-06-2020, 13:54 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგოროშვილი მოსახლეობას “ვანელობას” ულოცავს.

“ვანელობას” საფუძველი 2010 წელს ჩაეყარა. თარიღი სიმბოლურად დაემთხვა წმინდა ნინოს მშობლების-ზაბულონისა და სოსანას სახელობის ტაძრის გახსნას.

“ამ დღიდან სახალხო დღესასწაული მასშტაბურ სახეს იღებდა, ერისა და ბერის ერთიანობა, გამოჩენილი ადამიანების სტუმრობა, დამსახურებული ვანელების წარმოჩინება, ჩვენი კულტურული შემოქმედება, თუ იმერული სამზარეულო კიდევ მეტად გვაერთიანებდა და ყველას ერთად რწმენასა და ნდობას გვიმტკიცებდა.

დღეს ამ დღესასწაულს დამკვიდრებული ტრადიციით ვერ ვხვდებით მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს ქვეყანაში არსებული პანდემიის გამო.

გვინდა დღევანდელი დღე მოგილოცოთ, მრავალ „ვანელობას“ შეხვედროდეთ გაძლიერებული და ჯანმრთელი ოჯახებით, მეტი შემართებითა და წარმატებებით.

ყველას ერთად გვეცხოვროს გაძლიერებულ, გამთლიანებულ საქართველოში, რომლის ისტორიის ერთ-ერთი ფურცელი იყო და იქნება ანტიკური ხანიდან ფეხმოკიდებული, უძველესი ისტორიული და კულტურული წარსულის მქონე ვანი, თავისი გამორჩეული წინაპრებით, მათი მამულიშვილური საქმეებით.

იმედია, მომავალიც ღირსეული გვექნება.

ყველა ვანელის ოჯახში შეეღწიოს სიხარულსა და ბედნიერებას.
მრავალი „ვანელობა“ გეზეიმოთ ჩემო ვანელებო!,”-ამბობს ვანის მუნიციპალიტეტის მერი
ალექსანდრე გოგორიშვილი.


ნანახია: 264-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„ვანელობის“ სახალხო დღესასწაული, რომელიც 2010 წლიდან ყოველწლიურად 2 ივნისს აღინიშნება.
გთავაზობთ სადღესასწაულო პროგრამას.
პარტია 'ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს' ვანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი ვანში, წმინდა
მუსიკალურ-ლიტერატურულ კომპოზიციას ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და

ამინდი