Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონში აზიური ფაროსნების მომრავლებაზე საუბრობენ და ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვენ

თარიღი : 2-06-2020, 00:12 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხონში აზიური ფაროსანას რაოდენობის ზრდაზე საუბრობენ.

ხონის მკვიდრი მალხაზ ძიძიგური აცხადებს, რომ სპეციალური მანქანების საშუალებით აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამლვა იმ ინტენსივობით არ ხორციელდება, როგორც გასულ წლებში იყო, რამაც როგორც ძიძიგური ამბობს, ფაროსანას რაოდენობის ზრდა გამოიწვია.

“წელს არ წამლავენ ფაროსანას სპეც. მანქანით ისეთი ინტენსივობით და სიხშირით, როგორც ამას წინა წლებში აკეთებდნენ და შედეგიც იყო. ამოვიდა ეს მანქანა, არ ვიცი ვინ იჯდა შიგ. ვიღაცამ დაბურული ფანჯრიდან ერთი გადმომხედა, მოატრიალა მანქანა, ჩართო აგრეგატი, ზუსტად 15 წამის განმავლობაში მიაშხურა რცხილის ხეს და ისე დაგაზა, გეგონებათ გეკოთი გამოვეკიდეო. მომრავლდება აბა რა იქნება,”-ამბობს ძიძიგური.

ხონის მერიაში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება.

“დღეს, ცივი შესხურებით შეიწამლა სოფლები: ქუტირი, ივანდიდი, კუხი, მათხოჯი, ძეძილეთი და ქალაქი ხონი. გარკვეული პერიოდის უკან დამონტაჟდა ეკრანები, რომელიც ფაროსანას იზიდავს. ეკრანების განთავსება ქალაქში 30 და სოფლებში 20-20 ლოკაციაზე მოხდა,”-აცხადებენ ხონის მერიაში.


ნანახია: 199-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა 2 აგვისტოს, ღამით ჩატარდა.
ქუთაისში, ე.წ. ჭომის დასახლება აზიურ ფაროსანას ებრძვის.
მავნებლის საწინააღმდეგო პესტიციდები იმერეთის მხარის სამი მუნიციპალიტეტის- ვანის, ხონისა და სამტრედიის მცხოვრებლებმა მიიღეს.
ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბრისას იმერეთის ვიცე-გუბერნატორი ამბობს, რომ მავნე მწერი არეალს აფართოებს, რის

ამინდი