Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, კერძო იპოთეკარმა 76 წლის ქალი ღია ცის ქვეშ დატოვა

თარიღი : 1-06-2020, 16:21 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, გელათის ქუჩაზე კერძო იპოთეკარმა 76 წლის ქალი საცხოვრებლიდან გამოასახლა.
არსებული ინფორმაციით, ქალმა იპოთეკარისგან 12 ათასი დოლარი ისესხა, ნაწილი გაისტუმრა, თუმცა სახლი მაინც გაყიდეს.

„თავის სარგებლობაში უნდა ქალბატონ რუსუდან ჩეფლოძეს თავისი კუთვნილი სახლი. ორი წლის უკან ოფიციალურად აღმასრულებელმა გამოასახლა ქალბატონი ლიანა თავისი ოჯახით და ამის შემდეგ სურვილი აქვს მოაწესრიგოს ყველაფერი, იცხოვროს სახლში. მაგრამ ქალბატონი ლიანა არ აძლევს ამის უფლებას. პირიქით, იმის მაგივრად, რომ ტკბილად ესაუბროს, შეურაცხყოფას აყენებს და ახლა სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო მუქარასთან დაკავშირებით“, - განაცხადა იპოთეკარის წარმომადგენელმა.

რაც შეეხება თავად გამოსახლებულს, ის ამბობს, რომ 12 ათასიდან 10 ათასი დოლარი გადახდილი ჰქონდა და ბინის დატოვების სანაცვლოდ, ამ თანხის დაბრუნებას ითხოვდა, თუმცა იპოთეკარმა თანხა არ დაუბრუნა.

„მოვიდა, გამომიყარა მაცივარი. მქონდა დარჩენილი გაზი, პატარა სერვანდი და გარეთ ყრია. გავყიდეო მე ეს სახლი. ვუთხარი, რომ არ გავაყიდინებდი ამ სახლს, მაშინ დაებრუნებინა ჩემთვის 10 ათასი დოლარი, ვიყიდიდი 1-ოთახიანს და გქონდეს-მეთქი, მაგრამ მითხრა, რომ ეს თანხა ხელშეკრულებით გაქვს გადახდილი და პირობა დაარღვიეო“, - განაცხადა ქალბატონმა.


ნანახია: 681-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ეს ჩვენს საზოგადოებაში უაღრესად აქტუალური და მტკივნეული თემაა.
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, იპოთეკური სესხით დაზარალებული ნინო მკერვალიძის ოჯახის გამოსახლება შეჩერდა. დაზარალებულის ოჯახმა და
ქუთაისში მცხოვრები კუხიანიძეების 4-სულიანი ოჯახი წლებია სამართლის პოვნას უშედეგოდ ცდილობს.
კერძო იპოთეკარი, რომლის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ

ამინდი