Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თერჯოლის სოფელ ღვანკითის მკვიდრი კორონავირუსზე ერთ თვეზე მეტია მკურნალობს

თარიღი : 1-06-2020, 10:19 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული კორონავირუსით მკურნალობას 3 პაციენტი აგრძელებს.

ერთ-ერთი პაციენტი, შუახნის ქალაბატონი, რომელიც თერჯოლის სოფელ ღვანკითის მკვიდრია, საავადმყოფოში მეხუთე კვირაა იმყოფება. როგორც ადგილზე აცხადებენ, ქალბატონს ვირუსის ნიშნები არ აქვს, თუმცა საკონტროლო კვლევების შედეგად, კორონავირუსი მაინც დაუდასტურდა.

კლინიკაში მყოფი კიდევ ორი პაციენტი მამაკაცია. ორივე 30 წლამდე ასაკის არიან. მათი დაინფიცირება მოგზაურობას უკავშირდება. მამაკაცები სატვირთო ავტომობილის, ე.წ. ტრაილერის მძღოლები არიან.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.


ნანახია: 385-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი