Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტებისთვის ახალი სასწავლო პროგრამა შეიქმნა

თარიღი : 31-05-2020, 15:15 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
სამედიცინო პროფილის სასწავლებლების სტუდენტებისთვის და ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის ახალი სასწავლო პროგრამა შეიქმნა. ონლაინ პროგრამით ბიოფსიქოსოციალური მიდგომის შესახებ ცოდნის მიღება და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა არის შესაძლებელი. "საქართველოს ზრუნვის პლატფორმის" მიერ მომზადებული მოდულის მიზანია ჯანდაცვის სისტემაში ახალი, პაციენტზე ორიენტირებული მიდგომები გაჩნდეს. პროგრამა ხელმისაწვდომია სამედიცინო უნივერსიტეტის ვებგვერდზე (http://sms.tsmu.edu/ssms/cme).

"ზრუნვის პლატფორმის" თავმჯდომარე უჩა ვახანია აცხადებს, რომ სასწავლო პროგრამა მრავალი სპეციალისტის ჩართულობით შემუშავდა და ამასთან ერთად, მომზადდა სპეციალური სახელმძღვანელოც, რომელიც მარტივ და ყველასათვის გასაგებ ენაზე განმარტავს ბიოფსიქოსოციალური მიდგომის დადებით მხარეებს.

"თანამედროვე ჯანდაცვის მზარდმა სწრაფვამ მაღალი ტექნოლოგიების დანერგვისკენ და ჯანდაცვის სისტემის კომერციალიზაციამ მრავალ ქვეყანაში გამოიწვია ის,  რომ პაციენტი, როგორც პიროვნება, გაქრა და დარჩა როგორც ბიოლოგიური ორგანიზმი, დაზიანებული ობიექტი, რომელიც სისტემამ უნდა შეაკეთოს. ამგვარი ეთიკური დილემა დღეს მრავალი განვითარებული ქვეყნის ჯანდაცვის სისტემებში დგას. ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც ადამიანის, მათ შორის, პაციენტის უფლებები თითქოს მაღალი სტანდარტით არის დაცული. იმის გამო, რომ ჯანდაცვის სისტემის კომერციალიზაციამ ასეთი სახე მიიღო, ჩნდება ინიციატივები, რომლებიც ხელს უწყობს ექიმისა და პაციენტის, როგორც პიროვნებების კავშირის აღდგენას. ამ ყველაფრის მზიანია ის, რომ სამედიცინო სექტორმა „ბიზნესის“ სახე დაკარგოს.
„დაბრუნების“ რეცეპტი არის  - ბიოფსიქოსოციალური მიდგომა, ანუ პაციენტის განხილვა ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური, ასევე, სულიერი პრობლემებითა და ფაქტორებით.


ბიოფსიქოსოციალური მიდგომის მოდელი  სრულიად ახალი, ჰუმანური ალტერნატივაა დღეს არსებული სამედიცინო სფეროს პრიორიტეტებისა. აქ მთავარია პაციენტის დაავადებასთან ერთად მისი სოციალური და ფსიქოლოგიური მოცემულობის შესწავლაც",- აცხადებს უჩა ვახანია.

ბიოფსიქოსოციალური მიდგომის შესახებ სპეციალური სასწავლო პროგრამა უფასოა, ასევე უფასოდ არის შესაძლებელი საგანგებოდ შექმნილი ლიტერატურის გამოყენება. ონლაინ-პროგრამაც და ბიოფსიქოსოციალური მიდგომის შესახებ საინფორმაციო გზამკვლევი განთავსებულია "საქართველოს ზრუნვის პლატფორმის" Facebook გვერდზეც.


ნანახია: 251-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კამპანიის ფარგლებში სპეციალური კითხვარის საშუალებით მოსახლეობის გამოკითხვა მოხდება.
ავტორის აზრით, 2008 წელს არსებული სახელმწიფო ჯანდაცვის სადაზღვევო მოდელი პროგრესული იყო, თუმცა 2010 წელს განხორციელებულმა
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება.
შალვა კიკნაველიძემ ჯანდაცვის სფეროს პრიორიტეტულობაზე გაამახვილა ყურადღება და მის მნიშვნელოვაზე ისაუბრა.

ამინდი