Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ეკონომიკის მინისტრი წყალტუბოს რეაბილიტაციაზე: ნუ ნერვიულობს ოპოზიცია, ჩვენ ყველა ჩვენ დანაპირებს ვასრულებთ

თარიღი : 30-05-2020, 17:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს ეკონომიკის მინისტრი პასუხობს.

ნათია თურნავას თქმით, წყალტუბოს აღორძინება გეგმაზომიერად დაიწყება.

“ნუ ნერვიულობს ოპოზიცია, ჩვენ ყველა ჩვენ დანაპირებს ვასრულებთ. წყალტუბოს აღორძინება დაიწყება გეგმაზომიერად. ისე როგორც ეს ითქვა. რა თქმა უნდა, კორონავირუსმა შეანელა ბევრი პროცესი, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში არანაირად არ დაეტყობა წყალტუბოს პროექტს და ამის დასტურია თუნდაც აბასთუმნის პროექტი, რომელიც ბატონ ბიძინა ივანიშვილის და “ქართუ ფონდის” ქველმოქმედების საფუძველზე და კერძო ბიზნესის ჩართულობით ხორციელდება, ნახეთ როგორ ხორციელდება ეს აბასთუმანში. ესეთივე აღმავლობა ძალიან სწრაფად დაიწყება წყალტუბოში. ზოგიერთი ოპოზიციონერი, ვისაც ეხლა, ამ კორონავირუსის ეპიდემიის შემდეგ გაახსენდა თურმე რა ხდება ეხლა წყალტუბოში, ჯერ კიდევ სტუდენტები იყვნენ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი თავის პირველ ქველმოქმედებას ახორციელებდა წყალტუბოში. ასე, რომ არანაირად არ გაგვიჭირდება ამ პროექტის შესრულება,”-განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, “ახალი საქართველოს” ლიდერ გიორგი ვაშაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ წყალტუბოს პროექტის განხორციელებას საკუთარ თავზე იღებს, კიდევ ერთი ბლეფი და ტყუილი.

ვაშაძის განცხადებით, არ შეიძლება, ისეთი პოტენციალის ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ასეთი ღარიბი და მშიერი იყოს.


ნანახია: 248-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 500 მილიონი ევროა.

ამინდი