Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

აპარატი, რომლითაც ქუთაისში ხმაურის დონეს გააკონტროლებენ, თბილისში, სპეციალურ ლაბორატორიაში კონტროლს გადის

თარიღი : 28-05-2020, 19:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
აკუსტიკურ ხმაურზე კონტროლს აქამდე თუ პოლიცია აკონტროლებდა, ამიერიდან კონტროლს ადგილობრივი თვითმმართველობები მოახდენენ.

ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის ზვიად წაქაძის თქმით, მერიას უკვე გადაეცა ხმაურმზომი აპარატი, რომელიც თბილისში, სპეციალურ ლაბორატორიაში კონტროლს გადის.

აკუსტიკურ ხმაურთან დაკავშირებით დღისა და ღამის საათებში ქუთაისის მერიაში მოქალაქეთა მიერ შემოსულ ზარებზე რეაგირებას მერიის ზედამხედველობის სამსახურში შექმნილი მოქალაქეთა უფლებების დაცვის განყოფილება მოახდენს.

ხმაურის შემთხვევაში პირველ ეტაპზე პირისა თუ ორგანიზაციის შემთხვევაში გაფრთხილება მოხდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გამოიწერება, რომლის ოდენობა 150 ლარიდან იწყება.


ნანახია: 437-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების ფაქტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად,
ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახიას თქმით, ამ ეტაპზე 30 კანონდარღვევა გამოვლინდა.
როგორც გირჩში აცხადებენ, ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგს ისინი 1-ლი დეკემბრიდან დაიწყებენ.
ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახური ტროტუარზე ავტომობილების დგომაზე ზედამხედველობას ახორციელებს.
პარტიის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი წულაიას თქმით, ქალაქში სხვადასხვა კომპანიის მიერ დაწყებული სამუშაოები

ამინდი