Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რისთვის უხდის ‘მადლობას’ ‘ლელოს’ იმერეთის ოფისი გიორგი გახარიას?

თარიღი : 27-05-2020, 21:28 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
“ლელო საქართველოსთვის” იმერეთის ოფისი ქუთაისის ერთ-ერთი მაჟორიტარის, დიმიტრი მხეიძის მიერ საპარლამენტო მოსმენის დროს პრემიერისათვის მადლობის გადახდის ფაქტს ეხმიანება.

“ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიტო მხეიძემ ქუთაისელების სახელით პრემიერ გახარიას იდეალური კრიზის ლმენეჯერობისა და გეგმის გამო მადლობა გადაუხადა. ჩვენის მხრივ, ჩვენც გვსურს ქუთაისელების სახელით "მადლობა" გადავუხადოთ პრემიერ გახარიას იმისთვის, რომ დღემდე არც ერთ ქუთაისელს არც ერთი თეთრი არ მიუღია მთავრობის სოციალური დახმარების პაკეტიდან, "მადლობა" პრემიერს, რომ მთავრობის მიერ მომზადებული ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, ქუთაისელების 53 პროცენტი ვერ ისარგებლებს სოციალური პაკეტით, ისევე როგორც თვითდასაქმებულთა 80% ვერ მიიღებს ერთჯერად 300 ლარიან დახმარებას, "მადლობა" პრემიერს ბიზნესმენების სახელით, მკვდრადშობილი საკრედიტო-საგარანტიო გეგმის წარდგენისათვის, რომლითაც ვერც ერთი ბიზნესმენი ვერასდროს ვერ ისარგებლებს და განსაკუთრებული "მადლობა" დეპუტატ დიმიტრი მხეიძეს, რომელსაც პარლამენტში ყოფნის მანძილზე ერთხელაც არ უსაუბრია ქუთაისის პრობლემებზე,”-ამბობს “ლელო საქართველოსთვის” იმერეთის ოფისის ხელმძღვანელი მამუკა მამალაძე.


ნანახია: 351-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მერმა ორგანიზაციას მადლობა ქალაქის საკრებულოს სხდომაზე გადაუხადა.

ამინდი