Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, მამის მკვლელობაში ბრალდებულ შვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

თარიღი : 27-05-2020, 19:30 | კატეგორია: პოლიტიკა, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში მამის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. სხდომა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დიატანციურად დღეს გაიმართა.

დაკავებულის ადვოკატის ირაკლი შენგელიას თქმით, მოლოდინი ჰქონდათ, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლოს დასრულებამდე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩებოდა, რადგან საქმეში არსებული გარემოებები ამის შესაძლებლობას ტოვებდა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, დაცვის მხარემ პროცესზე 10 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობაც დააყენა, თუმცა მოსამართლემ არ გაითვალისწინა. დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას და მუხლის გადაკვალიფიცირებას მოითხოვს. ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებული მამის მიერ ნაცემია, მას სხეულზე დაზიანებებიც აქვს და ის იძულებითი მოგერიების მიზნით თავს იცავდა.

რაც შეეხება დაკავებულს, ის მომხდარს აღიარებს.

შეგახსნებთ, რომ 24 მაისს ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე შვილმა მამა მოკლა. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით დაიწყო.


ნანახია: 294-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სასამართლო სხდომა კი ხმაურით დაიწყო. ხმაური სასამართლოს დარბაზში ლაშა ჯიხვაშვილის შემოყვანამ გამოიწვია. გარდაცვლილის ახლობლები
ცნობისთვის, ადვოკატი ილია ჯანელიძე 4-მა პირმა გაიტაცა, სცემა. გატაცების პერიოდში კი ჯანელიძეს მოკვლით ემუქრებოდნენ.

ამინდი