Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვის მისცა დაქორწინების შანსი იუსტიციის მინისტრმა?

თარიღი : 27-05-2020, 19:15 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
იუსტიციის მინისტრის ბრძანების მიხედვით, 15 ივლისამდე პერიოდში, ქორწინების რეგისტრაციისას საქორწინო სივრცეში დასაქორწინებელ პირებთან ერთად, მხოლოდ მათი მშობლები, მოწმეები და ფოტოოპერატორი დაიშვებიან. ბრძანებაში ნათქვამია ისიც, რომ სავალდებულოა საქორწინო სივრცეში მყოფ პირთა შორის სოციალური დისტანციის დაცვა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოქალაქეები იუმორით უყურებენ და სოციალურ ქსელში ამაზე ხუმრობენ კიდეც.

"და-ძმა არ ჰყავს წყვილს?"

"სიდედრს რა უნდა, ამოშალე, ძმაკაცი ჩაწერე!"

"ქალბატონო თეა, მშობლები დოგმაა? მეგობრებს რომ დავუთმოთ მშობლებმა ადგილი, თუ არის მოსული პონტი?,”-ვკითხულობთ კომენტარებში.

ამასთან, სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა ქორწილის 10 კაციანი სიაც შეადგინეს:
1)სიძე 2)დედოფალი 3)მამაო 4)გოგოს მეჯვარე 5)ბიჭის მეჯვარე 6)გოგოს დედა
7)გოგოს მამა 8)ბიჭის დედა 9)ბიჭის მამა 10)მიმტანი.

"რუსთავი ორის" კომედი ჯგუფის სცენარისტი თემურ ცამციშვილი ამბობს, რომ აღნიშნული კარგი შანსია მათთვის, ვისაც პატარა ქორწილის გადახდა სურდა. 200 კაციანი ქორწილის მოყვარულებს კი, 10-10 კაცზე ალბათ, 20 ქორწილის გადახდა მოუწევთ.

"ერთი წლის წინ რომ ყოფილიყო კარგი იქნებოდა, მე დიდი სიამოვნებით გადავიხდიდი 10 კაციან ქორწილს, შანს გამოვიყენებდი. ალბათ აიწევს ახლა სტატისტიკა. ვისაც უნდოდა, რომ პატარ-პატარა ქორწილები გაეკეთებინა და ეზარებოდა ეს 300-კაციანი ქორწილები, შეუძლიათ გადაიხადონ 10 კაციანი. თუ უეჭველი 200 კაცი ჰყავთ დაპატიჟებული, ალბათ 20 ქორწილის გადახდა მოუწევთ 10-10 კაცი რომ დაპატიჟონ. ან, თუ მარტო ქორწილში იკრძალება 200 კაცის შეკრება, სხვა რაღაცა დაარქვან და შეიძლება დაჯარიმებასაც გადაურჩნენ თუ გარისკავენ, ისევე როგორც "გირჩს" გაგვირისკავს მასეთი რაღაცები (ტაქსს "შმაქსი" დავარქვით). ქორწილს "შმორწილი" დაარქვან და შეიძლება ვერ დააჯარიმონ.

თვითონ ინიციატივას რაც შეეხება, მე ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ მაგ ამბავს, არამგონია დიდხანს მასე გაგრძელდეს, დროთა განმავლობაში ყველა შეძლებს ჩვეულებრივი ქორწილის გადახდას. ახლა მაინც კოვიდია, საშიში ინფექციაა, მაგრამ ეს ინიციატივა მაინც სასაცილოდ ჟღერს, თან რომ მინისტრის ბრძანებულება გახდა ამაზე საჭირო. მე მაინც მჯერა, რომ ადამიანები თავს საფრთხეში არ ჩაიგდებენ,"-ამბობს ცამციშვილი.

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან ამბობს, რომ სწორედ ახლაა ქორწილისთვის შესაფერისი დრო, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისთვისაც ცერემონიალი დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

"იმ ბიჭებს, რომლებიც უკვე კარგა ხანია უნდა დაქორწინებულიყვნენ (რომ იტყვიან ბერბიჭობის ასაკი აქვთ) და ამბობდნენ, რომ ქორწილს მარტო ცოლის მოყვანა ხომ არ უნდა, იმდენი ხარჯი სჭირდებაო, ამ გადაწყვეტილებით საწუწუნო საბაბი გამოეცალათ. უკვე 10 კაციანზე მეტი არც ქორწილი შეიძლება, არც ჯვრისწერა და არც არაფერი. ასე რომ, მშვენიერი შეღავათია მათთვის, ვინც დიდი ხარჯების გამო ვერ ქმნიდა ოჯახს. ახლა ქორწილი დაახლოებით ისეთ ხარჯებთანაა დაკავშირებული, სამსახურის თანამშრომლები რომ დაპატიჟო სადმე, ფაქტობრივად დაბადების დღის ხარჯებს გაუტოლდა. ასე რომ, დაბადების დღეს თუ ვიხდით ყოველწელს, ქორწილს ყოველწელს ვერ გადავიხდით, უხერხულია, მაგრამ თუ ქორწილის გადახდა მოუნდათ, შეუძლიათ თამამად შექმნან ოჯახები,"- ამბობს ლიკლიკაძე.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ბრძანება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დროებითი წესების მოქმედებას განსაზღვრავს. ბრძანება 25 მაისით არის დათარიღებული და 2020 წლის 15 ივლისამდე მოქმედებს.


ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 394-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ფაქტი topnews.com.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ამინდი