Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რის ქურდობაში ადანაშაულებს ოპოზიციას იმერეთის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი?

თარიღი : 23-05-2020, 14:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
DMO Imereti-ს ხელმძღვანელი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს "მე მიყვარს ქუთაისის" ბრენდსტრატეგიის წარდგენას სთხოვს.

“ვთხოვ გიგა შუშანიას, პრესკონფერენციის გამართვამდე მომაწოდოს სლოგანის "მე ❤️ქუთაისის", როგორც ბრენდსტრატეგია, ასევე ბრენდბუქი,”- ამის შესახებ DMO Imereti-ს ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"არ ვიცი, რამდენად შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ დღეს შევიტყვე, რომ მოპარული და კალკირებული სლოგანის- "მე ❤️ ქუთაისის" ერთ-ერთი პროპაგანდისტი გიგა შუშანია პრესკონფერენციის გამართვას აპირებდა ახალი ტურისტული ბრენდინგის არამიზნობრიობის და სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რაზე...

პრესკონფერენცია გადაიდო გარკვეული მიზეზების გამო, ამიტომაც გამოვიყენებ შემთხვევას და ბატონ გიგას ვთხოვ, პრესკონფერენციის გამართვამდე მომაწოდოს სლოგანის "მე ❤️ქუთაისის", როგორც ბრენდსტრატეგია, ასევე ბრენდბუქი, რომ შედარებით ფორმატში უფრო თვალსაჩინო გავხადო ახალი ბრენდინგთან არსებული განსხვავებები. წინასწარ დიდი მადლობა.

ცალკე მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გიორგი თევდორაძეს, რომელმაც მოახერხა პოლიტიკაზე მაღლა დადგომა და გაიზიარა ახალ ბრენდზე და კონცეფციაზე დაფუძნებული კლიპი, რომელიც ზუსტად იმ
სლოგანის გაშლით მთავრდება, რომელიც ასე არ მოწონს ბატონ შუშანიას", - წერს ტატო ლილუაშვილი.

არსებული ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს გიგა შუშანიას დღეს პრესკონფერენცია ჰქონდა დაგეგმილი, სადაც ქუთაისის ბრენდინგზე უნდა ესაუბრა.


ნანახია: 279-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში არსებული მადლიერების სახლის ბენეფიციართა სია 121 ადამიანით შემცირდა.
გუშინ ქუთაისის საკრებულოში მმართველი გუნდის წარმომადგენლებს და 'ნაციონალური მოძრაობის' დეპუტატს გიორგი უკლებას შორის ფიზიკური

ამინდი