Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის მერი: შევქმნით ბიზნესისათვის ხელსაყრელ პირობებს, თანხების ინვესტირებით მოვახდენთ კვალიფიციური კადრების გადამზადებას და შევქმნით ეკონომიკისათვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას

თარიღი : 23-05-2020, 10:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მერიამ მუნიციპალიტეტის 2020-2021 წლების ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა შეიმუშავა.

ხარაგაულის მერის ნიკოლოზ თოფურიძის თქმით, გეგმის მომზადების პროცესში, ყველა ეტაპზე, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართული ბიზნესის და სამოქალაქო სექტორების წარმომადგენლები.

“ხარაგაულის მუნიციპალიტეტს უაღრესად მნიშვნელოვანი შესაძლებლობა მიეცა ჩართულიყო ევროკავშირის ინიციატივაში „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ექსპერტთა გამოცდილების გაზიარებით და მეთოდოლოგიის გათვალისწინებით, მომზადდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2020-2021 წლების ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა (LEDP), რომელიც მიზნად ისახავს სისტემური ცვლილებების მოხდენას ადგილობრივი ეკონომიკის ხელშეწყობისათვის.

ჩვენთვის დიდი პატივი და ამავდროულად პასუხისმგებლობაა ევროკავშირთან თანამშრომლობა, რადგან ვაცნობიერებთ მმართველობის იმ პრინციპების მნიშვნელობას, რომლებიც უკვე წარმატებით დაინერგა და განხორციელდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. მიგვაჩნია და გვეიმედება, რომ აღნიშნული გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერების ერთ ერთი გარანტი იქნება.

გეგმის მომზადების პროცესში, ყველა ეტაპზე, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართული ბიზნესის და სამოქალაქო სექტორების წარმომადგენლები, რაც დოკუმენტს კიდევ უფრო ღირებულს და საპასუხისმგებლოს ხდის. შესაბამისად, მაქსიმალურ ძალისხმევას მოვახმართ გეგმაში გაწერილი ღონისძიებების სრულყოფილად შესრულებას და სტრატეგიული მიზნების მიღწევას.

მადლობას ვუხდი ყველა დაინტერესებულ პირს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ გეგმის შემუშავების პროცესში. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობისა და ჩემი სახელით გამოვთქვამ მზაობას, რომ „მერები ეკონომიკური ზრდისთვის” კერძო და არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით განვახორციელებთ სამოქმედო გეგმაში გაწერილ ღონისძიებებს, რითაც შევქმნით ბიზნესისათვის ხელსაყრელ პირობებს, თანხების ინვესტირებით მოვახდენთ კვალიფიციური კადრების გადამზადებას, შევქმნით ეკონომიკისათვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას და განვახორციელებთ მარკეტინგულ ღონისძიებებს,”- ამბობს ნიკოლოზ თოფურიძე.


ნანახია: 451-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისი პირველი ქალაქია საქართველოში, რომელმაც ევროკავშირის ამ ინიციატივას მოაწერა ხელი.
ქალაქის მერია და ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახური ყველა დაინტერესებულ დარგის
ქუთაისში ბათუმის, თბილისის, რუსთავის, გორისა და ფოთის ეკონომიკური სამსახურის უფროსები იმყოფებოდნენ.

ამინდი