Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ ხდება რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზება?

თარიღი : 22-05-2020, 17:28 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისას (F2) და უბისა-შორაპანის (F3) მონაკვეთებზე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა გრძელდება.

ხევი-უბისას მონაკვეთზე 12.2 კმ-იანი ოთხზოლიანი ცემენტობეტონის საფარიანი გზა, 20 გვირაბი და 37 ხიდი შენდება.

უბისა-შორაპანის მონაკვეთზე 13 კმ-იანი ოთხზოლიანი ცემენტობეტონის საფარიანი გზა, 18 გვირაბი და 27 ხიდი ეწყობა.

“რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით.

ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, ხოლო მისი პარამეტრები უზრუნველყოფს სიჩქარის გაორმაგებას, უსაფრთხოების სრული დაცვით, რაც საბოლოო ჯამში აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას მგზავრობის დროს გაანახევრებს,”-აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

რიკოთის საუღელტეხილო გზის შენებლობის დასრულება 2022 წლისთვის იგეგმება.


ნანახია: 322-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი