Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘მომიქნია ხელი, მომხვდა და საწოლზე დავეცი,’- ტყიბულში შვილმა 70 წლის დედა ცემა

თარიღი : 22-05-2020, 13:17 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბულში შვილმა 70 წლის დედა სცემა. როგორც მოხუცი ყვება, 50 წლის შვილმა ის სტუმრების თანდასწრებით სცემა. დაზარალებულის თქმით, შემთხვევის დროს, ნასვამ მდგომარეობაში იყო როგორც შვილი, ასევე დედა და სტუმრებიც. მისივე თქმით, ცემის შემდეგ მან გონება დაკარგა, შვილი კი ქუჩაში გავიდა და მეზობლებს დახმარებას სთხოვდა. სწორედ მეზობლებმა გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, მათთან ერთად კი სამართალდამცავებიც მოვიდნენ.

50 წლის მამაკაცი პოლიციამ დააკავა, მისი დაკავების შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მეზობლებს შორის დაიწყო.

"როგორ თუ ჩემს ძმაკაცს ასეთი სიტყვები უთხარიო და წამოვიდა ჩემკენ ჩემი შვილი, მაგრამ ხელი არ დაურტყამს. მოიქნია ხელი, მე მომხვდა და საწოლზე დავეცი, ცუდათ გავხდი (არ ვიცი არაყის თუ რის გამო) და გონება დავკარგე. გამოვარდა ჩემი შვილი, მიშველეთ, დედაჩემია ცუდათო (ეს მახსოვს). მოვიდა სასწრაფო და მოჰყვა პოლიციაც. პოლიციაც რომ მოჰყვა, ვუთხარი შვილზე, წაათრიეთ ახლა ეს აქედანთქო,”- ამბობს დაზარალებული ეთერ გიორგობიანი.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. იმ შემთხვევაში, თუ 50 წლის მამაკაცს დედის ცემა დაუმტკიცდება, მას 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 603-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დაკარგული ახალგაზრდის ალექსანდრე ყვავაძის დედის გუგული ყვავაძის თქმით, გასული წლის 31 დეკემბერს მისი შვილი ექიმთან წავიდა, თუმცა
ოჯახი სოციალურად დაუცველია და დაკრძალვის ხარჯებიც არ აქვთ.
გოგონას დედა აცხადებს, რომ გაუგებარი მიზეზების გამო, შვილს, სიძე გაყინული ბოთლითა და ხელკეტით სცემდა.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, დედა-შვილი თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმაენთს შეეკამათა, რის შემდეგადაც შვილმა მდინარე
ქუთაისში პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად მამა-შვილმა დაზიანებები მიიღეს.
უგონო მდგომარეობაში მყოფი დედა-შვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამინდი