Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

5 თვის ორსულის ნაყოფს ზურგის ტვინის თიაქარი დაუდგინდა-ქუთაისელი გოგონას ახლობლები დახმარებას ითხოვენ

თარიღი : 21-05-2020, 22:58 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
18 წლის ელენე ინწკირველს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. 5 თვის ორსულის ნაყოფს ზურგის ტვინის თიაქარი დაუდგინდა, რის გამოც მისი თბილისში გადაყვანა აუცილებელია.

მშობლები სოციალურად დაუცველები არიან. პანდემიის გამო მათ მცირედი შემოსავალიც დაკარგეს და ხარჯების ასანაზღაურებლად არავითარი მატერიალური შესაძლებლობა არ გააჩნიათ.

"ვეცდები მოკლედ აღვწერო 5 თვის ორსული გოგოს მდგომარეობა და ვიმედოვნებ, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად შევძლებთ მყისიერ დახმარებას. ნაყოფს დაუდგინდა ზურგის ტვინის თიაქარი (სპინა ბიფიდა) და ტვინის განვითარების ანომალია. ქუთაისში საჭირო გამოკვლევების, ექოსკოპიის და კონსულტაციების ფინანსების მობილიზება შევძელით. თუმცა, ყველა კლინიკა ორსულს ამისამართებს თბილისში, სადაც კომისია მიიღებს ნაყოფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას (შესაძლოა ნაადრევი მშობიარობის გზით მოხდეს ორსულობის შეწყვეტა). თბილისში დასარჩენიც კი არ აქვთ. წყვილი მიეკუთვნება სოციალურად დაუცველებს და პანდემიის პირობებში დაკარგეს მინიმალური შემოსავალიც, ჩვენი თანადგომა და სოციალური პასუხისმგებლობა კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს სახელმწიფოს გულგრილობის ფონზე,”-წერს სოფიე ბასილაძე სოციალურ ქსელში.

დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს თან­ხის ჩარი­ცხვა შე­გიძლიათ შემდეგი ან­გარი­შის ნომ­ერზე:

GE67BG0000000161440390, საქართველოს ბანკი, მიმღები: გიორგი ჩიხლაძე.


ნანახია: 354-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალბატონს მოულოდნელად მძიმე დაავადება, ძვლის ტვინის სიმსივნე დაუდგინეს.
16 წლის მარიამ ჭანტურიძეს, რომელიც ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.
კუნძულ უტოიაზე მოკლული თამთა ლიპარტელიანის ოჯახი დახმარებას ითხოვს. გარდაცვლილი თამთა ლიპარტელიანის დეიდაშვილს მწვავე ლეიკემია
ამ წუთას იზოლირებული გვყავს ცალკე ოთახში, რომ რამე ვირუსი არ შეხვდეს. ვთხოვ ყველას დახმარებას, იქნებ და შევძლოთ პატარას გადარჩენა
ერთი წლის მართა აბულაძეს დიაფრაგმის თიაქარი დაუდგინდა. ის არაერთ მძიმე დაავადებას ებრძვის სიცოცხლის გადასარჩენად. მართა აბულაძეს

ამინდი