Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘გადაწყვეტილი არ არის,’-რას ფიქრობენ ‘ქართულ ოცნებაში’ ქუთაისის ყოფილი მერის მაჟორიტარობაზე?

თარიღი : 21-05-2020, 22:53 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
განიხილება თუ არა ქუთაისის ყოფილი მერის გიორგი ჭიღვარიას კანდიდატურა ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის პოსტზე? - იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებას და დეტალების გარკვევას შეეცადა, “ოცნების” გუნდის წევრები აღნიშნულ საკითხზე ჯერ ღიად არ საუბრობენ და პასუხებისგან თავს იკავებენ.

"ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის ახალი თავმჯდომარე გია ბასილაძე ამბობს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და თავის დროზე ყველა კანდიდატის ვინაობა ცნობილი გახდება.

"არ ვიცი, ვერ გეტყვით. არ არის გადაწყვეტილება მიღებული და რა განიხილება, ამაზე საუბარი ჯერ არ იქნება კორექტული. თავის დროზე ყველა კანდიდატის ვინაობა გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე თავს შევიკავებ ამ შეკითხვისგან. როგორც გითხარით, გადაწყვეტილი არ არის და დანარჩენი ვნახოთ რა იქნება,”-ამბობს ბასილაძე.

Topnews.com.ge ქუთაისის მოქმედ მაჟორიტარ დეპუტატებსაც დაუკავშირდა. კომენტარისგან თავი შეიკავა გენადი მარგველაშვილმა, კობა ნარჩემაშვილმა კი განაცხადა, რომ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. რაც შეეხება დიმიტრი მხეიძეს, მისი თქმით, კანდიდატურები ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა თუ ჭიღვარია ერთ-ერთ კანდიდატად მოისაზრება, ამას მიესალმება.

"ამასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ჯერჯერობით კანდიდატურები, ვინმე მოიაზრებოდეს, ასე ვთქვათ, არ არის ცნობილი. თუმცა, ბატონი გიორგი ძალიან კარგი და ღირსეული პიროვნებაა,"-აცხადებს მხეიძე.

კითხვაზე, აქვს თუ არა სურვილი კვლავ იყოს 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სიაში, მხეიძე გვპასუხობს, რომ ამას გუნდი და საზოგადოება გადაწყვეტს.

"ძალიან ბევრი საქმე გვაქვს დაწყებული, ბევრი საქმეა დასამთავრებელი. სურვილი ერთია, მეორეა - რას გადაწყვეტენ ჩვენები, ჩვენი გუნდი და საერთოდ ხალხი. სურვილი პოლიტიკური კარიერის ყველას აქვს, ვინც რეალურად პოლიტიკაშია. თუმცა აქ ყველაფერი გუნდის გადასაწყვეტია, გუნდთან სინქრონში ვარ ყველანაირად,"- ამბობს დიმიტრი მხეიძე.

დაბრუნდება თუ არა, ქუთაისის ყოფილი მერი პოლიტიკაში და იყრის თუ არა ქუთაისის მაჟორიტარობაზე კენჭს, ამას დრო გვიჩვენებს.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge თემაზე მუშაობას განაგრძობს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 1141-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'ქართული ოცნების' ქუთაისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ვინაობა ცნობილია.
'საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის' ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე ირწმუნება, რომ მერობის კანდიდატთან დაკავშირებით
ქალაქის მერმა მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატები დაახასიათა.
თევდორაძის განცხადებით, ქუთაისის მერის პოსტზე მისი კანდიდატურა აქტიურად განიხილება.

ამინდი