Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ ითვისებენ თავისუფალ დროს სახლში დარჩენილი უფროსი თაობის ადამიანები?

თარიღი : 21-05-2020, 15:23 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, ქუთაისის მერიისა და ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის თანამშრომლობით, ქუთაისში „60 + კლუბმა ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ მუშაობა ონლაინ რეჟიმში განაახლა. კლუბის წევრები ტრენერთან ერთად სპორტულ გამაჯანსაღებელ აქტივობებს zoom_ის მეშვეობით ახორციელებენ.

"60+ კლუბში" გაწევრიანება უფასოა. კლუბის ხელმძღვანელი და "ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის" დირექტორი ნატალი პატარიძე უფროსი თაობის მოქალაქეებს მოუწოდებს, შემოუერთდნენ მათ აქტივობებს, იცხოვრონ ჯანსაღად, აქტიურად და საინტერესოდ.

"კლუბის თავდაპირველი მიზანი იყო და არის 60 პლიუს ადამიანებმა იცხოვრონ ჯანსაღად და საინტერესოდ. პანდემიის პირობებშიც შევძელით გაგვეგრძელებინა პროექტი და სახლში აქტიურად და ჯანსაღად ითვისებენ თავისუფალ დროს,"-ამბობს პატარიძე.

„60 + კლუბი“ ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისათვის დაფუძნებული კლუბია, რომელიც საშუალებას აძლევს უფროსი თაობის მოქალაქეებს, თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ. ქუთაისის მერია აქტიურად ჩაერთო გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ განხორციელებულ ამ პროექტში, რადგან კარგად ვხედავთ, რომ ეს კლუბები ემსახურება ხანგრძლივი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, ჩვენი ხანდაზმული თანაქალაქელების ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მხარდაჭერით ჩვენი ქალაქის „60+კლუბი“ გამოირჩევა აქტიურობით, ნოვაციებით, ეფექტურობით. პანდემიასთან ბრძოლის და საგანგებო მდგომარეობის პირობებში, კლუბმა მუშაობა ონლაინ რეჟიმში განაახლა და ამ ფორმითაც არაერთ საინტერესო იდეას სთავაზობს 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს,"- ამბობს ქუთაისის ვიცე-მერი ნინო თვალთვაძე.

შეგახსენებთ, რომ "60 პლიუსი" აპრობირებული პროექტია, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ხორციელდება. ქუთაისთან ერთად აღნიშნულ პროექტში საქართველოს სხვა ქალაქებიც არიან ჩართულები.


ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 233-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კონცერტში მონაწილეობას ახალგაზრდული ცენტრის Teen club და სოფო ტოროშელიძე მიიღებენ.
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის შეთავაზება მოსწავლეებს.

ამინდი