Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მაისის ბოლოს ძირულიდან ხარაგაულის მიმართულებით 3კმ-მდე ასფალტის საფარი მოეწყობა

თარიღი : 21-05-2020, 14:48 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, კომპანია „black sea group“-ის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ძირულა-ხარაგაული-მოლითის გზის(25 კმ.) მშენებლობის ფარგლებში, დაბა ხარაგაულში, მემორიალთან არსებული ხიდის რეაბილიტაციას, ასევე სასტუმროსთან მდებარე სახიდე კონსტრუქციების დემონტაჟისა და ახალი ხიდების მოწყობის საკითხს.

გარდა ამისა, მხარეებმა იმსჯელეს დაბა ხარაგაულში ასფალტის საფარის დაგების ფარგლებში ტროტუარების და განივების საკითხის მოგვარებაზე.

ნიკოლოზ თოფურიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში დაბის ტერიტორიაზე მაქსიმალურად შენარჩუნდეს მწვანე ზოლი და ფასადები.

ადგილობრივი თვითმმართველობა და გზის მშენებელი კომპანია დიალოგის რეჟიმში, ურთიერთშეთანხმებით აგრძელებენ თანამშრომლობას.

რაც შეეხება ძირულა-ხარაგაული-მოლითის გზის რეაბილიტაციას, სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, მაისის ბოლოს ძირულიდან ხარაგაულის მიმართულებით 3კმ-მდე ასფალტის საფარი მოეწყობა.


ნანახია: 299-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია Black Sea Group განახორციელებს.

ამინდი