Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონში ფერმერებისთვის აგრობარათების დარიგება დაიწყო

თარიღი : 21-05-2020, 14:37 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფერმერებისთვის აგრობარათების დარიგების პროცესი დაიწყო. ფერმერებს შეუძლიათ მიმართონ ხონის მერიის აგრარულ განყოფილებას ან გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხონის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურს. მისამართი: თავისუფლების მოედანი №6, მერიის შენობის მე-2 სართული.

20 მაისიდან, ეტაპობრივად დაიწყო „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ პროგრამით გათვალისწინებული ქულების დარიცხვა ლიბერთი ბანკის აქტიური ანგარიშის მქონე ბენეფიციარებისათვის; ეტაპობრივად ხდება ბანკის მიერ აგრობარათების დარიგებაც. ფერმერებს უკვე შეუძლიათ დარიცხული ქულებით სასოფლო-სამეურნეო საქონლის შეძენა სპეციალიზებულ მაღაზიებში.
პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად საჭიროა, ფიზიკურ და იურიდიული პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 0.25-დან 10 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. სუბსიდიის მოცულობა 1 ჰექტარ მიწაზე განისაზღვრა 200 ლარით (აგრობარათზე დარიცხული 200 ქულით).

პროგრამაში მონაწილეები დარიცხული ქულებისა და ბარათის მიღების თარიღის შესახებ ინფორმაციას ვებგვერდზე myliberty.ge მიიღებენ.

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ სახელმწიფო პროგრამით 200 000-ზე მეტი ფერმერი ისარგებლებს. პროგრამის ბიუჯეტი 37 მილიონ ლარს შეადგენს.


ნანახია: 161-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით წელს იმერეთის რეგიონში164 292 ფერმერი ისარგებლებს.
საქართველოს მთავრობა მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად
ამ მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლების წევრთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 11 მეპაიეს და მფლობელობაში
კენკროვანი კულტურების გაშენების მხარდასაჭერად, საქართველოს 5 რეგიონში კენკროვანი კულტურის ნერგების შეძენა და მოყვანა სრულად
ორპირის ადმინისტრაციულ ერთეულში ხვნა-თესვის პროცესის მიმდინარეობას ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე და

ამინდი