Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

30 000 ლარი მოქალაქეების ერთჯერადი ფინანსური დახმარებისთვის, 43 000 ლარი საკვები პროდუქტების შესაძენად-ხარაგაულის მერიის სოციალური აქცია

თარიღი : 21-05-2020, 09:26 | კატეგორია: ახალი ამბები, გამოკითხვები   
topnews.com.ge
ხარაგაულში მოსახლეობაზე საკვები პროდუქტების გაცემის მეხუთე ეტაპი დასრულდა. 19-20 მაისს პროდუქტის ნაკრები 20 ადმინისტრაციული ერთეულის 150-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო.

საერთო ჯამში ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 1 000-ზე მეტ მოქალაქეს გაეწია.

“ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან ორი თვე გავიდა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ ამ ხნის განმავლობაში მოწყვლად ჯგუფებთან საკვები პროდუქტების გაცემა ხუთ ეტაპად განახორციელა. საკვები პროდუქტების დაფასოებაში და დარიგებაში ადგილობრივი თვითმმართველობის წრმომადგენლებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ მერიის მოხალისეთა ჯგუფის წევრები.
პანდემიის პირობებში მუნიციპალიტეტის მერიამ ასევე, სხვადასხვა სახის მომსახურება გაუწია ათეულობით მოქალაქეს.

ერთჯერადი ფინანსური დახმარებების გასაცემად გამოიყო 30 000 ლარი, ხოლო საკვები პროდუქტების შესაძენად და უფასო პურის აქციის განსახორციელებლად საერთო ჯამში - 43 000 ლარი,”-აცხადებენ ხარაგაულის მერიაში.


ნანახია: 288-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი