Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ბოლო ზარი კარანტინში,’-რა შეცვალა კორონავირუსმა მეთორმეტეკლასელებისთვის

თარიღი : 21-05-2020, 00:12 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ალბათ ბევრჯერ გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა თქვენი „ბოლო ზარი" - დღე, როცა დატოვებდით სკოლის კედლებს და შეაბიჯებდით ცხოვრების ახალ და საინტერესო ეტაპზე. თუმცა, გამოწვევამ, რომლის წინაშეც ახლა მთელი კაცობრიობა დგას, ბევრი რამ შეცვალა.

„ბოლო ზარი 2020“ მეთორმეტეკლასელებისთვის კარანტინში აღმოჩნდა. ეს ის სამწუხარო რეალობაა, რომელთანაც, წლევანდელ გამოშვებას უნდათ თუ არა, შეგუება უწევთ ... ყველაფერი რომ სხვაგვარად წარმოედგინათ, მე-12 კლასელები ამას არც მალავენ. სამადლობელ სიტყვას სკოლას დღეს დისტანციურად ეუბნებიან.

"ვინ იფიქრებდა, თუ ვახო აბაშიშვილი ასე ჩუმად “გაიპარებოდა” სკოლიდან. სულ სხვანაირად წარმომედგინა ყველაფერი. ტრადიციული ბოლო ზარის დარეკვა და სამადლობელი სიტყვა. ახლა, ასე დისტანციურად მსურს გადავუხადო მადლობა სკოლას, რომელმაც გაუძლო ჩემს ახირებებსა და იდეებს. მადლობა თითოეულ მასწავლებელს, რომლებიც გვერდით მედექით და უძლებდით ვახოს არაამქვეყნიური და ხშირად შეუძლებელი იდეების რეალიზებაში. მადლობა დირექციას. მათ შეძლეს და ჩამომაყალიბეს, როგორც მენეჯერი- ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მადლობა ჩემს დამრიგებლებსა მასწავლებლებს. მერწმუნეთ, ახლა ხომ ამაყობთ და რამდენიმე წელში -“ეს ჩემი მოსწავლე იყოო”, უფრო და უფრო დიდი სიამაყით იტყვით.

არ ვაქებ სკოლას მხოლოდ იმიტომ, რომ იქ გავიზარდე. ნამდვილად, ქუთაისის #19 საჯარო სკოლა სრულად არის მორგებული ბავშვზე, მის მოთხოვნებსა და სურვილებზე. მადლობა, რომ აღმზარდეთ,"- წერს სოციალურ ქსელში ვახო აბაშიშვილი.

წლევანდელი ბოლო ზარი უჩვეულო აღმოჩნდა პედაგოგებისთვისაც. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, სკოლის დირექტორებიც, თავის მხრივ, მე-12 კლასელებს კეთილ სურვილებს დისტანციურად უძღვნიან.

" 2020 წელი...20 მაისი... ვფიქრობ, რომ ეს ციფრები სიმბოლურია, ბევრის მთქმელი და განსაკუთრებულიც, მიიხურა კარი კიდევ ერთმა სასწავლო წელმა და მასთან ერთად თქვენც ძვირფასო მე-12 კლასელებო! ალბათ, ბევრჯერ გიოცნებიათ ამ დღეზე. ვინ იცის, რა ფიქრები არ აგშლიათ, მაგრამ არც თქვენ და არც ჩვენ, არასოდეს წარმოვიდგენდით დღევანდელ რეალობას.

ჩვენ, ადამიანები ზოგჯერ სინამდვილეს ვაფერადებთ, მაგრამ ეს დღე, მიუხედავად შავ-თეთრი ფერებისა, ამგვარ ხელოვნურ შელამაზებას მაინც არ საჭიროებს, მას განსაკუთრებული ხიბლი აქვს, ბუნებრივი, შეუდარებელი.

“აქ დიდი მადლი ღვთითმოსილი დუღს და გადმოდუღს, ეს მომავალი დიდი საქართველოა!"- ასე შეაფასა დიდმა ლევან სანიკიძემ ჩვენი სკოლის ღირსება, თქვენ კი “დიდი საქართველო გიწოდათ" ეს, ასეცაა! თქვენ ძალა ხართ, ბურჯი, საყრდენი, მომავალი...

გილოცავთ და გზას დაგილოცავთ მე-12 კლასელებო!"-ამბობს ქუთაისის №3 საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ ჭაბუკიანი.

სკოლის დამთავრება მე-12 კლასელებს დისტანციურად მიულოცა ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმაც.

"დღეს სამყარო უდიდესი გამოწვევების წინაშეა, დღეს არის განსხვავებული დღე როგორც სკოლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის და ზოგადად, კაცობრიობისთვის. მე მინდა ჩვენს მეგობრებს მომავალი, ძლიერი საქართველოს ნათელი მომავლის შვილებს, განსაკუთრებით დიდი სიყვარულით მივულოცო სკოლის დამთავრება და ვუსურვო, მომავალი ცხოვრების საფეხურები ყოფილიყოს მათთვის კურთხეული და დალოცვილი. მე მეამაყებით თითოეული თქვენგანი და მჯერა, რომ თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ძლიერი მომავალი თაობა, წარმატებებს გისურვებთ,”/ამბობს მაია ცქიტიშვილი.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს მე-12 კლასი ქუთაისში 1945-მა მოსწავლემ დაამთავრა.


ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 244-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სკოლის მოსწავლეებმა ცხოვრების ამ ეტაპის დასრულება ერთმანეთს ტრადიციულად თეთრ მაისურებზე წარწერებით მიულოცეს და ცხოვრების ახალი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელს დღეს ყველაზე საპატიო სტუმრები -ჭიათურის პირველი საჯარო სკოლის მე-12 კლასელები ეწვივნენ.
რაც შეეხება მღებრიშვილის შემცვლელს, პრემიერმა ამ პოსტზე კახი კახიშვილი წარადგინა.
ქუთაისში მცხოვრები მაია ჩიქოვანი საკუთარი სახლის დასაცავად იბრძვის. ის ერთ-ერთია, რომელიც თავს ბანკების თავნებობისა და

ამინდი