Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის მკვიდრი, რომელმაც ინფიცირებულ მძღოლთან ერთად იმგზავრა, კარანტინში გადაიყვანეს

თარიღი : 20-05-2020, 23:50 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის სოფელ მაქათუბნის მკვიდრი, რომელსაც ზესტაფონში დაინფიცირებულ ახალგაზრდა მამაკაცთან ჰქონდა კონტაქტი, კარანტინში გადაიყვანეს. ის თბილისიდან სოფელში, 19 მაისს ჩამოვიდა და ინფიცირებულ მამაკაცთან ერთად იმგზავრა.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირქტორის შმაგი ხიჯაკაძის ინფორმაციით, დადგენილია აღნიშნული პირის ყველა კონტაქტი. შესაბამისად 12 პირი თვითიზოლაციის პირობებში გადავიდა და ისინი ეპიდემიოლოგების მიერ მუდმივ კონტროლში იქნებიან.

კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ვირუსის ნიშნები ამ დროისათვის არ უფიქსირდებათ.

“ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ ზედმიწევნით დაიცვათ ჯანდაცვის სამინიატროს და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციები,”- მიმართავენ მოსახლეობას ადგილობრივ ხელისუფლებაში.

ცნობისთვის, კორონავირუსი ზესტაფონში მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც სატვირთო ავტომობილის მძღოლია და მუნიციპალიტეტში სომხეთიდან შემოვიდა. 28 წლის მამაკაცი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. მამაკაცი კლინიკაში ზესტაფონის საავადმყოფოდან გვიან ღამით შეიყვანეს. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მამაკაცს მსუბუქი პნევმონია აღენიშნება.


ნანახია: 274-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი