Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘გიორგი ჭიღვარიას ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატად მოისაზრებენ,’-ბრუნდება თუ არა ქუთაისის ყოფილი მერი პოლიტიკაში?

თარიღი : 20-05-2020, 12:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ინფორმაციით, ქუთაისის ყოფილ მერს გიორგი ჭიღვარიას "ქართულ ოცნებაში" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატად მოისაზრებენ. ამის შესახებ სააგენტოს ინფორმაცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა ირაკლი გვალიამ მიაწოდა. გვალია “ოცნების” ამ გადაწყვეტილებას ქუთაისის დაცინვად აფასებს და ამბობს, რომ ეს ნაბიჯი აქედანვე განწირულია.

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" მესამე ვადით მანდატს არავინ მისცემს და ნებისმიერ შემთხვევაში “ოცნების” კანდიდატი დამარცხდება. ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატად ჭიღვარიას დაყენება კი როგორც გვალია ამბობს, მმართველ ძალას უფრო მეტ კრახს მოუტანს.

"მქონდა ინფორმაცია, რომ მერობიდან გადაყენების შემდეგ ჭიღვარია უნივერსიტეტში მიდიოდა ლექტორად, რექტორად, თუ მოადგილედ. შემდეგ საერთოდ გაქრა და არ ჩანდა ასპარეზზე. რამდენიმე დღის წინ კი შევიტყვე, რომ აპირებენ მაჟორიტარად მოაბრუნონ, რადგან ე.წ "ქუთაისურ ელიტას" მოსწონდა გიორგი ჭიღვარია და უკმაყოფილება გამოიწვია მისმა წასვლამ. ალბათ, თბილისში და “ოცნების” სათაო ოფისში იმედი აქვთ, რომ ჭიღვარია რაღაცას მაინც მოუტანს ქუთაისში “ქართულ ოცნებას”, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს “ოცნების” კიდევ ერთი კრახი იქნება.

ზოგადად, ძალიან სამარცხვინოდ წავიდა ჭიღვარია, ისე გადააყენეს მერობიდან, ალბათ თვითონაც ვერ გაიგო. ვფიქრობ, რომ შიდა გარჩევების მსხვერპლი იყო, თუმცა არც გამკვირვებია, რადგან მოწოდების სიმაღლეზე არც ყოფილა. სწორედ მის სახელს უკავშირდება თუნდაც თეთრი ხიდი, ე.წ ჟანგის ხიდი და მთელი კორუფციული სქემები. არ ვიცი, ვის მოუვიდა თავში, რომ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი იყოს, თუმცა ვიცი ის, რომ ეს ნაბიჯი აქედანვე განწირულია და კიდევ უფრო დააზარალებს “ქართულ ოცნებას”. ვფიქრობ, რომ მას მთავარი ოპოზიციური კანდიდატი ვინც იქნება დაამარცხებს, უფრო სწორად ნებისმიერი დაამარცხებს,”-ამბობს ირაკლი გვალია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 8 აპრილს, გიორგი ჭიღვარიამ მერის თანამდებობა საარჩევნო ვადის ამოწურვამდე დატოვა და განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წავიდა. თუმცა, არსებული (დაუდასტურებელი) ინფორმაციით, ყოფილი მერი პოლიტიკაში ბრუნდება და ქუთაისის მაჟოტიტარობის კანდიდატად იყრის კენჭს.

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge აგრძელებს თემაზე მუშაობას.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 628-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის' ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე ირწმუნება, რომ მერობის კანდიდატთან დაკავშირებით
მაჟორიტარობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ 'ქართულ ოცნებას' გამარჯვების დიდი შანსი აქვს.
შოთა მურღულიას რამდენიმე თვიანი მერობიდან საზოგადოებას ორი ეპიზოდი დაამახსოვრდა. პირველი, როცა მან საკუთარ თავს აქცია მოუწყო და