Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იტალიელმა ინვესტორმა ‘ტორპედოს’ დაფინანსება შეწყვიტა? - რას პასუხობს საფეხბურთო კლუბის ადმინისტრაცია ოპოზიციის ბრალდებას?

თარიღი : 20-05-2020, 11:33 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ქუთაისის ტორპედო დღემდე ფინასურ კრიზისშია,"-ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ჯერ კიდევ დაუფარავია გუნდის რამდენიმე მილიონიანი დავალიანება, რის გამოც კლუბის იტალიელ ინვესტორზე გადაცემა ვერ ხერხდება.

"მიუხედავად ხელისუფლების საჯარო გაცხადებისა ქუთაისის “ტორპედო”-ს იტალიელი ინვესტორის მფლობელობაში გადასვლის და ფინანსური პრობლემების მოგვარების შესახებ, 5 თვის თავზეც ვერ მოხერხდა „ქუთაისის ტორპედოს“ ინვესტორისათვის გადაცემა და ის კვლავ ქუთაისის მერიის საკუთრებაშია. ისევ დაუფარავია გუნდის რამდენიმემილიონიანი დავალიანება. სახელმწიფომ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, რაც დავალიანების ნაწილის დაფარვას გულისხმობდა, რის გამოც ვერ ხერხდება კლუბის იტალიელ ინვესტორზე გადაცემა, აღნიშნული მიზეზით მან კლუბის დაფინანსება შეწყვიტა.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მთელი ეს კორუფციული სქემა-გუნდის და ქუთაისის “ტორპედოს” გულშემატკივართა შეცდომაში შეყვანა, ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, რომ რამდენიმე მილიონიანი დავალიანება ჩამოწეროდა გუნდის წინა მფლობელს ზაზა ჩაჩავას, რომელიც ლევან კობიაშვილის მფარველობით სარგებლობს. მისი კომპანია „კრისტალბეთი“ კი ფეხბურთის ფედერაციის მთავარი სპონსორია. შედეგად მივიღეთ ის, რომ ქუთაისის “ტორპედო” კვლავ მფლობელის გარეშე და ფინანსურ კრიზისშია, მხარეები კი ერთმანეთისკენ იშვერენ ხელს,"-აცხადებს შუშანია.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ფეხბურთის ფედერაციისაგან მოითხოვს, სასწრაფოდ მოხდეს სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების შესრულება.

" რათა დროულად მოხდეს ინვესტორისთვის კლუბის გადაცემა და ფეხბურთელთა დავალიანების გასტუმრება, მით უფრო რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 211 მილიონი ლარია გამოყოფილი სწორედ კლუბების დასახმარებლად და არა კობიაშვილის და მისი მეგობრების ფინანსური ინტერესების დასაკმაყოფილებლად,”-განაცხადა შუშანიამ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge კლუბის პრესსამსახაურის უფროსს, ედო ბადალაშვილს დაუკავშირდა. ბადალაშვილი ადასტურებს, რომ კლუბი ჯერ კიდევ მერიის ბალანსზეა, თუმცა აცხადებს, ინვერსტორს არ შეუწყვიტავს გუნდის დაფინანსება და როგორც კი კორონავირუსი ჩაივლის (რეისები გაიხსნება), მოხდება კლუბის ინვესტორზე გადაფორმება.

"ის, რომ ოფიციალურად (იურიდიულად) კლუბი პრეზიდენტის ჯერ არ არის, ამას ვადასტურებ. ჯერ მერიის ბალანსზეა, რადგან კორონავირუსის გამო მთავრობამ ვერ მოიცალა გადაფორმებისთვის, პრეზიდენტიც უცხოეთშია, თუმცა ის გუნდის დაფინანსებას აგრძელებს. წინა წლის დავალიანება რაც მოგროვდა ჯამში, ნაწილი ახალმა პრეზიდენტმა დაგვიფარა, სახელფასო დავალიანებას გვისტუმრებს, თებერვლის, მარტის ხელფასები დაიფარა, ახლა ველოდებით აპრილის ხელფასს. ყოველ შემთხვევაში, კლუბის პრეზიდენტი არსად წასულა, იღებს ვალდებულებას, კლუბის დავალაიანებას ფარავს. კორონას ამბები რომ ჩაივლის, გაიხსნება რეისები ჩამოვა საქართველოში და მოხდება მისთვის კლუბის გადაფორმება,”-ამბობს ედო ბადალაშვილი.

შეგახსნებთ, რომ მეოთხე თვეა, რაც "ქუთაისის ტორპედო" იტალიელმა ინვესტორმა ფაბიო მანინომ ჩაიბარა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 399-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დავით ნარმანიამ ტორპედოსთვის შესაბამისი ინვესტორის და დაფინანსების საკითხი საკუთარ თავზე აიღო.
აქციის მონაწილეების თქმით, კომპანია ვისოლმა სეზონის ბოლომდე უნდა გააგრძელოს დაფინანსება, რადგან ახალი ინვესტორის დაინტერესების