Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ისე დააზიანეს, ვერც მოვასწარით ამ სილამაზით ტკბობა და გართობა,’-ვანდალიზმის მორიგი ფაქტი ქუთაისში

თარიღი : 19-05-2020, 16:47 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მორიგი ვანდალიზმის ფაქტი ქუთაისში. ავანგარდის დასახელებაში, სულხან-საბას გამზირის ერთ-ერთ შიდა კვარტალში ახლადგაკეთებული სკვერი დააზიანეს. გატეხილია ძელსკამი და საბავშვო ატრაქციონი. ფაქტის ამსახველი ფოტო-მასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.

"მქონდა მოლოდინი, რომ გამოჩნდდებოდა "გმირი". ახვარია ამის გამკეთებელი!"

"გარკვეულ კატეგორიას არც არაფერი ესმის და არც ნამუსი აქვს!!!
სამწუხაროდ"

"ჯერ არ გაკეთებულა და მოუღეს ბოლო? ითხოვენ გაგვიკეთეთო და მერე მოვლა არავის უნდა... სირცხვილია ხალხო"

"უკულტურობის პიკია, ჯერ არ ვყოფილვარ და უკვე მოუსპიათ ...მერე დაიწყებენ არ გვაქვს სკვერიო"

"საზოგადოების ნაწილმა ვერც მოასწრო ამ სილამაზით დატკბობა და გართობა. რას ჰგავს ეს საქციელი, სირცხვილია მართლა და მართლა. ვიდეო თვალი სჭირდებათ და ანაზღაურება ასეთი გაუკუღმართებისათვის,”/წერენ მოქალაქეები.

ქალაქის მერის წარმომადგენელი სულხან-საბას ადმინისტრაციულ ერთეულში გიორგი მუქერია მოქალაქეებს მეტი შეგნებისკენ მოუწოდებს.

"ამ ერთხელ უნდა ვეხვეწოთ შემსრულებელს, აღადგინოს!
მაგრამ შემდეგ თუ შეგნებას არ ეშველა, ამის შენარჩუნებას ვერც ვიდეო თვალი უშველის და ვერც დარაჯი. პირველი დაზიანება რომ გავიგე, იმის მერე ვფიქრობ პრევენციაზე, გული მტკივა. იმდენი რამ გაკეთდა უბნისთვის ეს ბოლო რამდენიმე წელია, მგონი ყველა ხედავს. ახლაც 2 დიდი პროექტი მიმდინარეობს: შიდა გზის შეკეთება და ავტობუსების პარკის მშენებლობა. ბევრი რამ ისევ გასაკეთებელია ბინებში, შემოვლით გზაზე და ა.შ.
ასეთი ქმედებით ნუ დავაკარგვინებთ ყველას ყველაფრის ხალისს, თორემ მერე გვიან იქნება,"-წერს სოციალურ ქსელში მუქერია.

ცნობისთვის, იმისთვის რომ ქუთაისის ყველა უბანს სარეკრეაციო ზონები ჰქონოდა, ქალაქის მერიამ სკვერების კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო, თუმცა ჯერ არდასრულებული სკვერი დაზიანებულია.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 668-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ნადირაძის თქმით, საუბარია იმ ხალხზე, რომლებმაც მას თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, სოციალურ ქსელში მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ამინდი