Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ინციდენტის დროს სამართლდამცავებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა,’-რა მოხდა ქუთაისში?

თარიღი : 19-05-2020, 13:45 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-მუხლით დაიწყო, რაც პოლიციის თანამშრომლის მიმართ წინააღმდეგობას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს_ს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

"მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ინციდენტში მონაწილე, ძარცვისათვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ი.ჯ.-ს ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების მიზნით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები, საგანგებო რეჟიმის აღსრულების მიზნით, კომენდანტის საათის დროს შემოვლას ახორციელებდნენ, რა დროსაც მათ ნიკეას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან შენიშნეს მოქალაქე, რომელიც არღვევდა კომენდანტის საათს.

პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს. ი.ჯ.-მ არ გაითვალისწინა პოლიციის მითითება და სამართალდამცველებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტში ჩაერთნენ ი.ჯ.-ს მეზობლები, რომლებმაც პოლიციელებს არ მისცეს საშუალება, დაეკავებინათ სამართალდამრღვევი, სამართალდამცველებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს პოლიციის თანამშრომლებმა,”-წერია გავრცელებულ განცხადებაში.


ნანახია: 265-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამტრედიაში, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცვეელბის დაპირისპირების შედეგად დაკავებული, "აუდიტორია 115"- ის წევრი გიორგი
ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა იეჰოვას მოწმეებს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ მათ ფიზიკურადაც გაუსწორდა.

ამინდი