Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, კომენდანტის საათის დროს მოქალაქეები და პოლიციელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

თარიღი : 19-05-2020, 10:31 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ფიზიკური დაპირისპირება კომენდატის საათის დროს. ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე სოციალური საცხოვრისის მცხოვრებლებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე პირი კორპუსის სადარბაზოსთან იმყოფებოდა, რა დროსაც სამართალდამცავები მივიდნენ და მათი დაჯარიმება გადაწყვიტეს. აღნიშნულმა სოციალურად დაუცველმა პირებმა მეზობლებს დახმარება სთხოვეს. სწორედ ამ დროს დაიწყო ჩხუბი სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის.

სოციალური საცხოვრისის მცხოვრებლების თქმით, დაშავდა რამდენიმე პირი, მათ შორის არასრულწლოვანი, ამიტომ ისინი იმ პირების დასჯას ითხოვენ, რომლებიც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ადგილობრივებისვე თქმით, დაპირისპირებაში დაახლოებით 30-მდე სამართალდამცველი ფიგურირებდა. ჯერჯერობით უცნობია, რა მუხლით დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 500-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ქუთაისში მმართველი გუნდის წევრებმა ოპოზიციონერი დეპუტატი სცემეს

ამინდი