Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“ოჯახი მუდამ დიდი პრობლემა იყო ადამიანისთვის. ოჯახი შედგება ცოლის, ქმრისა და შვილებისაგან თავიანთი განსხვავებული ხასიათებით, მაგრამ მათ უნდა ამთლიანებდეთ რწმენა და სიყვარული”

თარიღი : 17-05-2020, 19:18 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
„ჩვენ ვლოცულობთ, რომ ჩვენი ოჯახები იყოს მტკიცე"-ეს განცხადება პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას გააკეთა.

“ერთი კვირა გრძელდებოდა დღესასწაული, საქართველო წილხვედრია ღვთისმშობლისა და ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ შევთხოვდით ღვთისმშობელ დედას, რომ წყალობა მოეღო საქართველოზე და ახლა ვთქვათ ლოცვა „მოწყალებისა კარი განგვიღე“:

„მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა, ამინ!“

დღეს არის ოჯახის სიმტკიცის დღესასწაული. ჩვენ ვლოცულობთ, რომ ჩვენი ოჯახები იყოს მტკიცე, ქრისტიანული და მორწმუნე. სადაც სარწმუნოებაა ჭეშმარიტი, იქ სიხარულია, იქ სიყვარულია.

დღეს არის ხსენება წმინდისა მონიკასი. თქვენ იცით, ვინ იყო მონიკა, მაგრამ შეგახსენებთ. მონიკა იყო დედა ნეტარი ავგუსტინესი. ნეტარი ავგუსტინე ცხოვრობდა IV-V საუკუნეებში. განათლებული ოჯახიდან იყო. დედა ღრმად მორწმუნე იყო, მაგრამ მამა - წარმართი, არ იყო ქრისტიანი. მათ ჰყავდა ეს შვილი - ავგუსტინე, რომელსაც მისცეს დიდი ცოდნა, განათლება. ნეტარი ავგუსტინე დიდხანს იყო სექტანტი, მანიქეველი. მანიქეველთა სექტას დუალიზმის საფუძველი ჰქონდა... მაგრამ დედა, მონიკა, ლოცულობდა და ტიროდა, ევედრებოდა უფალს, რომ ჭეშმარიტ გზაზე დაეყენებინა.

ერთხელ ნეტარ ავგუსტინეს ბავშვის ხმა მოესმა: „აიღე და იკითხე“. მან აიღო სახარება, სამოციქულო და დაიწყო რომაელთა მიმართ ეპისტოლეს კითხვა. აი, ამ დროს მადლი სულისა წმინდისა გარდამოვიდა მასზედა და ის გახდა უდიდესი ქრისტიანი, ის გახდა ეპისკოპოსი ჰიპონიისა. ავგუსტინეს მოქცევაში დიდი მონაწილეობა მიიღო ამბროსი მედიოლანელმა. ამბორის მედიოლანელი იყო ეპისკოპოსი მედიოლანისა, ახლანდელი - მილანისა. თქვენ იცით, მილანში არის ცნობილი ოპერის თეატრი. ამბორის მედიოლანელის ლოცვით, ნეტარი ავგუსტინე გახდა უდიდესი მასწავლებელი, მქადაგებელი, მას აქვს დაწერილი „აღსარებანი“. თუ გექნებათ საშუალება, წაიკითხეთ ნეტარი ავგუსტინეს „აღსარებანი“. საოცრად აღიარებს თავის ცოდვებს, არ ერიდება არავის... მონიკას ლოცვით, დედის ლოცვით, მეუღლეც გაქრისტიანდა.

ეს მაგალითი იმისათვის მოვიყვანე, რომ დღეს ურთულესი დროა. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ოჯახი მუდამ დიდი პრობლემა იყო ადამიანისთვის. ოჯახი შედგება ცოლის, ქმრისა და შვილებისაგან თავიანთი განსხვავებული ხასიათებით, მაგრამ მათ უნდა ამთლიანებდეთ რწმენა და სიყვარული. ეს რწმენა იმდენად დიდია, სიყვარული იმდენად დიდი და ძლიერია, რომ ჩვენ მოგვიყვანა ამ წმინდა ტაძარში და გაგვაერთიანა. გაამთლიანა საქართველოს ხალხი. საქართველო გახდა ერთიანი.

თქვენ გახსოვთ, როცა პატრიარქად მაკურთხეს, 5-6 ადამიანი მოდიოდა სიონის ტაძარში და ვფიქრობდი, რა გვეშველება-მეთქი. ისიც არ იცოდნენ, სეფისკვერი რისთვისაც იყო. მე ადრე მოვდიოდი ჟამნობაზე, რომ ვყოფილიყავი წირვის წინ და უფასოდ, საჩუქრად ვურიგებდი სეფისკვერს და ხალხს უკვირდა. მერე დაინტერესდნენ და გაიგეს მისი შინაარსი, მისი ძალა. დღეს მთელი საქართველო ქრისტიანია, ჩვენ ვმადლობთ უფალს, ვმადლობთ წმინდა სამებას. წმინდა სამებამ აგვიშენა ეს წმინდა ტაძარი, წმინდა სამებამ განამტკიცა ქართველი ხალხი.

დღეს შემოვლა იქნება თბილისში ხატთან ერთად და იქნება სხურება ნაკურთხი წყლისა, ეს განამტკიცებს ჩვენს ქვეყანას და ხალხს. მინდა, მოგილოცოთ ეს დალოცვილი დღე. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვერავითარი უარყოფითი ძალა ვერ სძლევს საქართველოს სიყვარულსა და სიხარულს. საქართველო მტკიცედ იდგება მართლმადიდებელ სარწმუნოებაში. ეს ჩვენი ბედია, ეს ჩვენი ჯილდოა; ღვთის ჯილდოა, რომ საქართველო იყოს მართლმადიდებელი. დალოცვილი იყავით, გაიხარეთ!ჩვენთან არს ღმერთი!,”-განაცხადა პატრიარქმა.


ნანახია: 294-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უწმინდესმა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით დიდ აიაზმაში წყალი აკურთხა, შემდეგ
ბაგრატის საკათედრო ტაძარში მეუფე კალისტრატემ დღეს წირვა აღავლინა და საახალწლო პარაკლისი გადაიხადა.
ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას, წმინდა მეფე დავითის ცხოვრებაზე ისაუბრა.
უწმინდესმა შესთხოვა უფალს, უფალმა მამა გაბრიელის ლოცვებით წყალობა მოიღოს საქართველოზე.
პატიოსნისა და ცხოველსმყოფელი ჯვრის თაყვანისცემას მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის შუა პერიოდში აღნიშნავს, რათა ჯვრის შემწეობითა

ამინდი