Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ზაოდი’-წარწერა იტალიაში, ომში დაღუპულ გმირთა მემორიალზე

თარიღი : 7-05-2020, 21:35 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
"ზაოდი"-ამგვარი წარწერა ადგილობრივებს იტალიაში, ქალაქ გრავინა ინ პულიაში დახვდათ. ქუთაისის ერთ-ერთი უბნის სახელი უცნობმა პირებმა I მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალს დააწერეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერი ალესიო ვალენტი ავრცელებს და იმ ადამიანების დასჯას ითხოვს, ვინც ეს გააკეთა. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის მიერ მემორიალი წარწერისგან სასწრაფოდ გაიწმინდება.

მომხდარის შესახებ ვკითხულობთ ერთ-ერთ ფეისბუქ გვერდზეც.

“დღის ფოტოა მთელს იტალიაში! ერთ-ერთ ისტორიულ მონუმენტზე ასეთი წარწერა დახვდათ დღეს დილით ადგილობრივებს! ადგილობრივები მათ დაკავებას ითხოვენ, ვინც ეს უმსგავსობა ჩაიდინა! ეს ქუთაისის სიამაყე არ არის !! ეს არის სირცხვილი!!! გაავრცელეთ, ასეთ უმსგავსოებას არცერთი "ქუთაისელი" არ გააკეთებს!!"-ნათქვამია "ქუთაისელების" ფეისბუქ გვერდზე.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 779-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2008 წლის ომში დაღუპულთა მემორიალთან ჯარისკაცები და გმირთა დედებიც მივიდნენ
2008 წლის ომში დაღუპულთა მემორიალთან ჯარისკაცები და გმირთა დედებიც მივიდნენ.
2008 წელს რუსეთ–საქართველოს ომში იმერეთიდან 34 მებრძოლი დაიღუპა.
"მიშა მსოფლიო ლიდერი"-, ამგვარი წარწერა გაჩნდა ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე ე.წ. პასაჟებში.
წარწერა ფრაგმენტია იმ წერილიდან, რომელიც სამტრედიის სოელ დაფნარში მცხვორებმა დემურ სტურუამ თვითმკვლელობამდე დაწერა.
ერაყელი ლომები-ასეთი წარწერა იკითხებოდა დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის ვებ-გვერდზე დღის განმავლობაში.

ამინდი