Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვინ როგორ შეეცდება ქვეყნის გადარჩენას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე?-ოპოზიციური პარტიების გეგმები

თარიღი : 5-05-2020, 18:56 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
კორონავირუსი, რომელიც 2019 წლის ბოლოს ჩინეთში დაფიქსირდა, სამ თვეში მსოფლიო პანდემიად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა განვითარების ეტაპზეა და მისი საწყისი ცდები იმედისმომცემია, დაავადების პოტენციური ზემოქმედება დიდია და გლობალური შეშფოთების მიზეზს წარმოადგენს. კორონავირუსს ადამიანების ჯანმრთელობაზე გავლენის გარდა, მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მსოფლიო ეკონომიკასა და სხვადასხვა სფეროებზე.

იმერეთის მთვარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge დაინტერესდა, რა გავლენა იქონია კორონავირუსმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებაზე. სააგენტო თემაზე ოპოზიციური პარტიების იმერეთის ორგანიზაციების წარმომადგენლებს ესაუბრა.

"ჩვენ ჩვენი გეგმები გვქონდა, მაგრამ წინასაარჩევნო სამზადისი დამოკიდებული იყო იმაზე, როგორი საარჩევნო გარემო გვექნებოდა. ყველანი იმის მოლოდინში ვიყავით- 30 საარჩევნო ოლქი იქნებოდა საქართველოში თუ 73. კორონავ რომ არ ყოფილიყო, ჩვენ არ გვაქვს ამ კუთხით ხელისუფლებისგან არანაირი გზავნილი.

ამასთან, კორონავირუსის თემა ბოროტად გამოიყენა ხელისუფლებამ. ისეთ მდგომარეობაში ჩააგდო მოქალაქეები, გააღატაკა და მერე 200 ლარი შესთავაზა მათ, ვინც სამსახური დაკარგა. ამის მერე მადლობა უნდა უხადო, რომ თავიანთ გაფუჭებულ საქმეზე 50 თუ 200 ლარი მოგცა. კორუფციულ სქემაზეა აგებული ეს მექანიზმი. იგივეა კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებითაც. თქვენი აზრით ვის დაეხმარა ამით ხელისუფლება? იმ ჯგუფს (გაჭირვებულებს), ვინც ყოველთვიურად იხდიდა 20 და 30 ლარს ( მეტს ვერა ფიზიკურად), თორემ დალხინებულები 200 ლარსაც იხდიან, 300-საც და შეიძლება 500-საც. ამიტომ როცა აკეთებ განცხადებას, გაზზე 114 ლარს ვუხდი მოქალაქეებსო, სინამდვილეში აფერისტი ხარ, იმიტომ რომ 20 ლარს უფინანსებ და 25-ს. ასე რომ, ხელისუფლება მოქალაქეებს ჯერ ხელოვნურად უქმნის პრობლემებს, შემდეგ კი ამ შექმნილ პრობლემებზე მინიმალური დანახარჯებით ცდილობს შექმნას სურათი, თითქოს მოსახლეობის გვერდით დგას.

ამასთან, ჩვენ ზუსტი მონაცემები არ გვაქვს საქართველოში რამდენი ადამიანია ინფიცირებული. ყველანაირი საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ ხელისუფლებას მასიური ტესტების ჩატარების ეშინია. რატომ? იმიტომ, რომ თუ ჩაატარებენ ამ ტესტირებას, აღმოჩნდება, რომ ნახევარზე მეტს უკვე მოხდილი გვაქვს ეს ვირუსი და არ მოგვკლა. და თუ ასე აღმოჩნდება, მაშინ ეს შეზღუდვები უაზრობა გამოდის ხომ? ხელისუფლების მიზანი კი ისაა, შეინარჩუნოს მოსახლეობაში შიში, რომ გარეთ არ გავიდნენ, საარჩევნო შეხვედრებს არ დაესწრონ და ა.შ. მე ხომ არ მაქვს ახლა საშუალება რაიმე საჯარო შეხვედრა გავმართო, ბრიფინგი ჩავატარო ან საარჩევნო პროგრამა გავაცნო მოსახლეობას. ასეთ სიტუაციაში როგორ შეიქმნება სრულფასოვანი საარჩევნო გარემო? ან, ახლა საარჩევნო უბნებზე როგორ წარმოგიდგენიათ არჩევნების ჩატარება?

ერთი რამ ვიცი, მოსახლეობაში ნეგატიური მუხტი გროვდება და თუ გონს არ მოვიდა ხელისუფლება, არჩევნებზე დამანგრეველი შედეგები ექნებათ. ჩვენ კი გვინდა, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ოპონენტების პოლიტიკური დევნა, შეიქმნას ნორმალური სასამართლო სისტემა, ნორმალური პროკურატურა, მკაფიოდ გამოცხადდეს ჩვენი პროდასავლური კურსი, სწრაფი ნაბიჯებით დავიწყოთ სვლა ევროსტრუქტურებთან გაერთიანებისათვის, ჩატარდეს რეფორმა ძალოვან სტრუქტურებში, ქვეყანაში იყოს სამართლიანობა,"- აცხადებს "ევროპული საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის თავჯდომარე დავით გოგისვანიძე.

"სამწუხაროდ, “ქართული ოცნება” ამოეფარა ექიმებს და კორონავურისს. მთელი ეს პერიოდი გამოიყენა საკუთარი პოლიტიკური დივიდენტების დასაწერად, ბიუჯეტის თანხების მისათვისებლად. ეს იყო სხვადასხვა მიმართულებით, იგივე პირბადეეებში კორუფციული გარიგებების კუთხით და უამრავი სხვა მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ. გუშინ კი ბატონმა თალაკვაძემ ამაყად განაცხადა, ოპოზიციას უკვე ორი თვეა პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის ნება არ მივეცითო. ჩემი აზრით, ახლა ცდილობენ როგორმე გაახანგრძლივონ ეს საგანგებო მდგომარეობა.
ჩვენი მიზანია, სწრაფად დავიწყოთ გამოსვლა ამ პოსტეკონომიური კრიზისიდან, როგორმე დავარწმუნოთ, მოხდეს ბიუჯეტის კორექტირება, შეიზღუდოს ის თანხები, რომლიც “ქართული ოცნების” კომფორტზეა ორიენტირებული და მივმართოთ მოსახლეობის საკეთილდღეოდ. ის დახმარება, რომლიც “ქართულმა ოცნებამ” შესთავაზა მოქალაქეებს, არაფერი არ არის. ისიც აღმოჩნდა, რომ თუ მუშაობა დაიწყო ადამიანმა, 200 ლარს 6 თვის განმავლობაში, ბოლომდე არ აძლევენ... უამრავი კითხვის ნიშანია.....წინასაარჩევნო თემებზე კი ჯერ ადრეა საუბარი, რადგან ჩვენ კარგად ვუყურებთ, რომ ხელისუფლებამ დაარღვია ის შეთანხმება, რაც საარჩევნო სისტემის შეცვლასა და პოლიტპატიმრების განთავისუფლებას ითვალისწინებდა,"- ამბობს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელი გიგა შუშანია.

"რაც პოლიტიკაში მოვედი, მას შემდეგ სულ წინასაარჩევნო მზადებაში ვარ. ჩემთვის არ არსებობს, არჩევნები ახლოა, თუ შორს. სულ ვაქტიურობ, სულ რეჟიმში ვარ. არ ვიკარგები ზოგიერთებივით და მხოლოდ არჩვენების წინა თვეებში არ მახსენდება ქალაქი რომ ცუდ დღეშია. ასე რომ, კორონას დიდად ხელი არ შეუშლია, თუმცა ველოდებით, რომ დასტაბილურდეს ამ ვირუსის სიტუაცია და როგორც კი წინასაარჩევნო რეჟიმი ჩაითვლება, გაირკვევა რა ხდება პროპორციული არჩევნების სისტემასთან დაკავშირებით, შემდეგ ოფისებს დავამატებთ სხვადასხვა ქალაქში.
"გადავარჩინოთ საქართველო"- ესაა ჩვენი მთავარი გზავნილი. ქვეყანა გადასარჩენია, ქართველმა ერმა სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს,"-აცხადებს პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია.

"საარჩევნო კამპანია ჩვენ ოფიციალურად დაწყებული არ გვქონია, თუმცა მზადების პროცესში ვიყავით, იგივე ოფისების ჩამოყალიბების კუთხით (მათ შორის რაიონებშიც), პირველ ეტაპზე აქტივთან მუშაობაც დაწყებული გვქონდა. კორონამ რა თქმა უნდა შეგვიშალა ხელი, თუმცა ჩვენ არ შეგვიწყვეტია აქტივობები იგივე ბრიფინგების, იგივე ონლაინ შეხვედრების სახით. გვქონდა პატარა საქველმოქმედო ღონისძიებებიც. რაც შეეხება აქტივის მოძიებას, წარმომადგენლების ძიებას, უბნებზე გასვლას, ამაში შეფერხება რა თქმა უნდა გვქონდა, თუმცა ვცდილობთ, შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, დავიწყოთ ოფისის ამუშავება.
ერთი თვე ნორნალური იყო შეზღუდვები კორონავირუსთან დაკავშირებით, თუმცა მეორე თვე წმინდა პოლიტიკურ კონტექტსში მიაბა ხელისუფლებამ. ცდილობენ, მაქსიმალურად გააჯანჯლონ საგანგებო პროცესის კუთხით. იცით რომ ხელისუფლება კუთხეში იყო მიმწყდეული, სხვა დღის წესრიგი ედგა, ვხედავდით საერთაშორისო საზოგადოებასაც რა დღეში ჰყავდა, კორონათი კი საშუალება მიეცა გამოსულიყო ამ მდგომარეობიდან. სათავისოდ გამოიყენა ყველაფერი, ცდილობს სამედიცინო სფერო აიფაროს წინ და ექიმების წარმატება თავისად გამოაცხადოს გიჟური შეზღუდვების ფონზე,"-აცხადებს "ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი ირაკლი კიკვაძე.

"პანდემიისგან შექმნილმა მდგომარეობამ გარკვეულწილად კი შეაფერხა წინასაარჩევნო მზადების პროცესი, თუმცა სამზადისი სხვა ფორმატში გადავიტანეთ და 2020 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესში აქტიურად ვართ ჩართული. “ლელოს", როგორც ახალი პოლიტიკური ძალის მიზანი, იმ მმართველობის მახინჯი სისტემის შეცვლაა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება. "ლელოს" გუნდი ყოველდღიურად იზრდება. ჩვენ დავამუშავეთ უკეთესი ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სასამართლო სისტემისა და სხვა მრავალი პრობლემების მოგვარების გზები. "ლელო" ახალი ძალაა, ქვეყნის უკეთესობისკენ შესაცვლელად,"-აცხადებს "ლელო საქართველოსთვის" იმერეთის ოფისის ხელმძღვანელი მამუკა მამალაძე.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 263-ჯერ

მსგავსი სიახლეები
Topnews.com.ge გთავაზობთ ინტერვიუს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან.
საქართველო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება.აღნიშნულთან დაკავშირებით საინფორმაციო საგენტო topnews -ი ქვეყანაში
არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, პოლიტიკური პარტიების რეგიონული ლიდერები ქვეყანასა და რეგიონში წინასაარჩევნო გარემოს კრიტიკულად

ამინდი