Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

4 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში პომიდორი და კიტრი შემოდის

თარიღი : 29-04-2020, 12:54 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოში შერჩეული ხილისა და ბოსტნეულის იმპორტის 2019 წლის მონაცემებს აქვეყნებს.

კერძოდ, ჩამონათვალში მოხვდა ბანანი, ციტრუსები, ვაშლი, პომიდორი და კიტრი.

საქსტატის ცნობით, ქვეყანაში გასულ წელს ჯამში, 21 381 800 აშშ დოლარის ბანანი; 12 613 800 დოლარის - ციტრუსები; 1 876 900 დოლარის - ვაშლი, 5 532 300 აშშ დოლარის პომიდორი და 3 224 100 დოლარის კიტრი შემოვიდა.

მათ შორის, პომიდორის იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს თურქეთი, საიდანაც, 5 328 800 აშშ დოლარის პომიდორი შემოვიდა; მას მოსდევს - ირანი - 172 700 დოლარით; მე-3 ადგილზეა - აზერბაიჯანი - 21 100 აშშ დოლარით; მე-4 პოზიციას კი ნიდერლანდი იკავებს, საიდანაც, 9 700 დოლარის პომიდორის იმპორტი განხორციელდა.

რაც შეეხება კიტრს, გასულ წელს თურქეთიდან ყველაზე მეტი - 1 868 900 აშშ დოლარის კიტრის იმპორტი განხორციელდა, მას მოსდევს - ირანი - 1 337 100 დოლარით; მე-3 ადგილზეა - აზერბაიჯანი, საიდანაც 10 800 აშშ დოლარის კიტრი შემოვიდა; მე-4 პოზიციას კი იორდანია იკავებს, შესაბამისად, 7 400 აშშ დოლარის კიტრის იმპორტით.


ნანახია: 419-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 9 თვეში ქვეყანაში 6, 676 მლრდ აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა.
ქართული კარტოფილის ძირითადი საექსპორტო ბაზარი აზერბაიჯანია, რომელზეც მთელი ექსპორტის 58% მოდის.
ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი დოლარის ღირებულებამ 2.68 ლარს მიაღწია.

ამინდი