Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თერჯოლაში კორონავირუსით შუახნის ქალი დაინფიცირდა-დაინფიცირების წყარო უცნობია

თარიღი : 10-04-2020, 08:33 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
თერჯოლაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. საუბარია შუახნის ქალბატონზე, რომელიც ამ დროისათვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

ინფიცირებულ ქალბატონს არ აქვს მოგზაურობის ისტორია და მისი დაინფიცირების პირველწყარო ამ დროისათვის უცნობია. ეპიდემიოლოგებს კონტაქტების ნაწილი იდენტიფიცირებული აქვთ, ნაწილის დადგენაზე კი მუშაობა მიმდინარეობს. უკვე იდენტიფიცირებული კონტაქტების ნაწილი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ლაბორატორიაში 39 პაციენტის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. დადებითი პასუხი მხოლოდ თერჯოლელი ქალბატონის შემთხვევაში დაფიქსირდა.

უარყოფითია ვანში დაინფიცირებული ცოლ-ქმრის კონტაქტებისათვის ჩატარებული სწრაფი ტესტების პასუხები.

ამ დროისთვის იმერეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 76, ხოლო კარანტინში 480 პირი იმყოფება.


ნანახია: 543-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი