Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონში, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, ფუნქციონირებას 12 საწარმო აგრძელებს

თარიღი : 8-04-2020, 16:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ვახტანგ ღამბაშიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ მუნიციპალიტეტში მოქმედი ის საწარმოები დაათვალიერეს, რომლებსაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ფუნქციონირების უფლება შეზღუდული არ აქვთ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებში ადგილზე შეისწავლეს როგორ სრულდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები და დაცულია თუ არა უსაფრთხოების ნორმები დასაქმებულთათვის.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, ფუნქციონირებას 12 საწარმო აგრძელებს.


ნანახია: 253-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი