Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუთაისელი ახალგაზრდების ყველაზე დიდი პრობლემა ინდიფერენტული დამოკიდებულებაა"

თარიღი : 22-03-2014, 19:46 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
„თავისუფალი დრო ნაკლებად მაქვს, მაგრამ მას კომპიუტერთან ნამდვილად არ ვატარებ,“ - ასე იწყებს საუბარს საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სა და ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ერთობლივი პროექტის „იყავი აქტიური, გქონდეს შენი ჯანსაღი სტილი“-ს მორიგი სტუმარი ქუთაისელი ახალგაზრდა გიორგი ბურჯალიანი.
18 წლის გიორგი ბურჯალიანი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობას ეუფლება. პირველი კურსის სტუდენტი სალექციო კურსის გარდა, აქტიურად არიუს ჩართული სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობაში.

„თავისუფალი დრო ფაქტობრივად არ მაქვს. ყველაზე აქტიურად წერეთლის უნივერსიტეტთან არსებულ დებატ-კლუბში ვარ წარმოდგენილი. ვარ ელსა-ს ქუთაისის ორგანიზაციის წევრი. პირველიდან საუბრის მანერასა და პრეზენტაციის უნარს ვიღებ, ხოლო მეორე ორგანიზაცია პროფესიულ ცოდნასა და აქტიურობას მაძლევს,“ - ამბობს გიორგი ბურჯალიანი.
ცხოვრების აქტიური წესის გათვალისწინებით, ქუთაისელი ახალგაზრდა სპორტითა და სპორტული ცხოვრებით ნაკლებად არის დაკავებული. ამბობს, რომ სპორტის მიმართ ინტერესს მხოლოდ თეორიის დონეზე იკმაყოფილებს.
„სპორტისთვის ბავშვობის ასაკში უფრო მეცალა. ჩემი სურვილი იყო ძიუდოზე მევლო და დავდიოდი კიდეც. აქტიურად ვგულშემატკივრობ ფეხბურთსა და კალათბურთში ჩემს საყვარელ გუნდებს. უკეთესი მაყურებელი ვარ, ვიდრე მოთამაშე,“ - ამბობს ბურჯალიანი.
ქუთაისელი ახალგაზრდა საუბრისას ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდების პრობლემებსაც ეხება. ამბობს, რომ მისი თანატოლების ყველაზე დიდი პრობლემა ქალაქის მერიისა თუ სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ყველა პროექტის მიმართ ინდიფერენტული დამოკიდებულებაა.
„ბევრი ახალგაზრდა დღეს კომპიუტერთან არის მიჯაჭვული. ასეთები ჩემს სამეგობრო წრეშიც ბევრია. გაზარმაცებულია თვითონ ახალგაზრდობა. არ აქვთ სურვილი და მოტივაცია სხვადასხვა ორგანიზაციის საქმიანობაში ჩაერთონ, არც ცხოვრების ჯანსაღი წესით ინტერესდებიან. ახალგაზრდები სპორტით ადრე უფრო იყვნენ დაკავებული. ამიტომ, ობიექტი, რომელთა მიმართაც სპორტის პოპულარიზაციის მიზნით უნდა ვიმუშაოთ, სკოლის ასაკის ბავშვები არიან. კარგი იქნება თუ ქალაქში სპორტის სხვადასხვა სახეობაში სპორტული ღონისძიებები მოეწყობა. თუნდაც შეჯიბრი სკოლებს ან უბნებს შორის. ამის რესურსი სკოლებსაც აქვთ,“ - ამბობს გიორგი ბურჯალიანი.
საკუთარი გამოცდილებისა და ცხოვრების წესის გათვალისწინებით, ქუთაისელი ახალგაზრდა თანატოლებს აქტიურობისაკენ მოუწოდებს და ურჩევს, რომ აქტიურობის მაღალი ხარისხი მათთვის მომავალში წარმატების გარანტი იქნება.

„კარგი იქნება თუ სპორტში იქნებიან წარმატებულები. ეს ქვეყანასაც გამოადგება. უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ინდივიდის აქტიურობა საზოგადოების აქტიურობას გამოიწვევს. ამიტომ, თუ ჩვენ გავაქტიურდებით, საზოგადოებაც აქტიური იქნება,“ - ამბობს გიორგი ბურჯალიანი.



„სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზება, ახალგაზრდების დაინტერესება სპორტით, სპორტსმენების გაცნობა და მედიის მხრიდან მათი მხარდაჭერა,- ეს იმ პროექტის მიზნებია, რომელიც ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა დააფინანსა. პროექტის ხანგრძლივობა 3 თვეს მოიცავს.


ნანახია: 2952-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ლაშა ბოჭორიშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის სპეციალობის მეორე კურსზე სწავლობს. ცდილობს აქტიურად
ქეთი კირიაკიდი ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სპორტის მიმართ ახალგაზრდების ნაკლებად დაინტერესებას მათ ინდიფერენტულობაში ხედავს.
თავად აქტიური ახლაგაზრდა ქუთაისელ ახალგაზრდებს სიზანტეს უწუნებს და ახალგაზრდული პრობლემების მთავარ მიზეზს მათ ნაკლებაქტიურობაში
ეკატერინე მამარდაშვილი ქუთაისელი ახალგაზრდების პრობლემებზე საუბრისას, იმ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ საკმაოდ ბევრი
ქუთაისელი ახლაგაზრდა მიიჩნევს, რომ სპორტსა და ცხოვრების ჯანსაღ წესს ახალგაზრდები ნაკლებად წყალობენ. ჭანტურაია თვლის, რომ
კორძაძეების ოჯახში ცხოვრების ჯანსაღი წესის ერთგვარი ტრადიცია არსებობს. ლელა კორძაძე ამბობს, რომ სპორტით სამოყვარულო დონეზე არის

ამინდი