Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა ბაღდათელმა პედაგოგმა იმერეთის გუბერნატორს სწავლის ახალი მეთოდოლოგია გააცნო

თარიღი : 2-04-2020, 23:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საგანმანათლებლო სისიტემა კიდევ ერთი ახალი გამოწვევის წინაშეა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დისტანციური სწავლების მეთოდების გაძლიერება დაევალა.

ახალ გამოწვევას ღირსეულად უპასუხეს პედაგოგებმა და მოსწავლეებს ყოველდღე დისტანციური გაკვეთილები უტარდებათ. სწავლის ახალი მეთოდოლოგია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს, ზვიად შალამბერიძეს ბაღდათში მცხოვრებმა, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა პედაგოგმა, მანანა კაპეტივაძემ გააცნო. ის დისტანციური მეთოდით მოსწავლეებს ყოველდღიურ რეჟიმში აძლევს დავალებებსა და ატარებს გაკვეთილებს.

დისტანციურ სასწავლო პროცესს მორგებული პროგრამები, ვიდეო გაკვეთილების, მათი ჩანაწერების, დავალებების მომზადების, თემების ჯგუფურად განხილვისა და სამუშაო ფაილების გაზიარების შესაძლებლობას იძლევა. პროგრამა ვირტუალური საკლასო ოთახების მოწყობასა და ციფრული დაფის გამოყენებასაც გულისხმობს, სადაც რამდენიმე ადამიანი ნახაზებისა და ნახატების ერთად აწყობას, აზრების გაცვლასა და დავალებებზე მუშაობას შესძლებს.

დისტანციური სწავლების ეფექტურობის მიზნით, 30 მარტიდან უკვე დაიწყო განათლების სამინისტროსა და პირველი არხის ერთობლივი პროექტი ,,ტელესკოლა“, რომლის საშუალებითაც მოსწავლეებს ტელეგაკვეთილები უტარდებათ.


ნანახია: 251-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნულ სოფელში 22 წელია სკოლის შენობა არ არსებობს. მოსწავლეებს გაკვეთილები საკრებულოს ყოფილ შენობაში სახელდახელოდ მოწყობილ

ამინდი