Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონის მერიის დახმარებით 70 წელს გადაცილებულ ადამიანებთან ერთად, სხვა სოციალური ჯგუფებიც ისარგებლებენ

თარიღი : 1-04-2020, 20:43 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ოთხი დღეა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 70 წელს გადაცილებული სოციალურად დაუცველი და მარტოხელა ადამიანებისთვის, სასურსათო პროდუქტების დარიგების პროცესი მიმდინარეობს.

სოციალურ აქციაში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, მოხალისეთა ჯგუფებიც არიან ჩართულები, რომლებსაც კუთვნილი ამანათები აღნიშნული კატეგორიისთვის ოჯახებში მიაქვთ.

სოციალური აქცია, რისკ ჯგუფების დასახმარებლად მუნიციპალიტეტში 29 მარტიდან დაიწყო და როგორც ზესტაფონის მერი განმარტავს, იმ პერიოდამდე გაგრძელდება, ვიდრე ამის საჭიროება იქნება. გიორგი გოგლიჩიძე ამბობს, რომ უახლოეს დღეებში იგეგმება ასევე, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისა და 18 წლამდე შშმ პირების დახმარებაც.


ნანახია: 162-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი