Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში საირმის საკარანტინო ზონიდან პაციენტს ელოდებიან

თარიღი : 31-03-2020, 11:10 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შუახნის ქალბატონი, რომელსაც ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ ღამით ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, ამავე საავადმყოფოში მოთავსებული მამაკაცის ოჯახის წევრია. მათ საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვთ და ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ, თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. კლინიკას კი თვითიზოლაციიდან ვირუსის სიმპტომებით მიაკითხეს.

დადასტურებული კოვიდ 19-ით ინფექციურ საავადმყოფოში სულ სამი პაციენტია მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

კლინიკაში ახალ პაციენტს ელოდებიან საირმის საკარანტინო ზონიდან. ახალი პაციენტების სისხლის ნიმუშების კვლევა დღის განმავლობაში მოხდება.


ნანახია: 331-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი