Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი შუახნის ქალბატონს დაუდასტურდა

თარიღი : 30-03-2020, 22:17 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების მესამე შემთხვევა დაფიქსირდა. კოვიდ 19 შუა ხნის ქალბატონს დაუდასტურდა. Topnews.com.ge-ს ინფორმაციით, ქალბატონი იმ 73 წლის პაციენტის ოჯახის წევრია, რომელსაც კორონავირუსი ორი დღის წინ დაუდგინდა. ისინი მოგზაურობაში ერთად იმყოფებოდნენ.

არსებული ინფორმაციით, შუახნის ქალი თვითიზოლაციის წესებს იცავდა. ის კლინიკაში ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით შეიყვანეს. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 103-მდე გაიზარდა.

ამავდროულად, გამოჯანმრთელდა კიდევ ორი ადამიანი და მათი საერთო რაოდენობა 20-ს აღწევს.

კარანტინში 5114 ადამიანი, ხოლო სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 263 ადამიანი იმყოფება.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 806-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი