Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა დახმარებას უწევს ქუთაისის მერია სოციალური საცხოვრისის 80-მდე ოჯახს?

თარიღი : 29-03-2020, 17:48 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ 80-მდე ოჯახს ქალაქის თითმმართველობის მიერ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა-აღნიშნულ განცხადებას ქალაქის მერიაში აკეთებენ.

მერიის ინფორმაციით? ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციის მიხედვით, შეიწამლა საცხოვრისის 5-ვე სართული და შენობაში თვალსაჩინოდ გაიკრა სარეკომენდაციო ფურცლები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის პირობებში. სოციალური საცხოვრისის ყველა მკვიდრი არის „მადლიერების სახლის“ ბენეფიციარი და ისინი ყოველდღიურად იღებენ ცხელ სადილს, ხოლო 70 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის ეს სადილი საცხოვრებელ ადგილზე მიაქვთ.

“სასურსათე ამანათები უკვე მიიღეს აქ მცხოვრებმა მრავალშვილიანმა დედებმა, 70 წელს გადაცილებულმა მარტოხელა ხანდაზმულებმა და მარტოხელა მშობლებმა. ქუთაისის მერიამ უკვე გადაიხადა მათ მიერ დეკემბერში, იანვარში, თებერვალსა და მარტში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური, ამავე დროს ისინი იღებენ კომუნალურ ვაუჩერსაც. საერთოდ გათავისუფლებულები არიან დასუფთავების მოსაკრებლისგან. ასევე ყოველთვიურად სახელმწიფოსგან იღებენ სოციალური შემწეობის თანხებს. მომდევნო კვირიდან, სოციალური საცხოვრისის მაცხოვრებლები მიიღებენ ტრადიციულ სააღდგომო ნობათებს. ნობათები ყველა მათგანს სახლში დაურიგდება,”-აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

ცნობისთვის, ნიკეას ქუჩაზე მდებარე ქუთაისის მერიის სოციალურ საცხოვრისში ის ოჯახები არიან შესახლებული, რომელთაც საცხოვრებლები არ აქვთ.


ნანახია: 235-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოციალური საცხოვრისი ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე გასულ წელს აშენდა. ხუთსართულიან შენობაში 80-მდე ის ოჯახია განთავსებული, რომელთაც
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალური საცხოვრისის მშენებლობის საქმეს სამართალდამცავი ორგანოები შეისწავლიან. ამის შესახებ
შპს ,,სანო“-მ კონკურსისათვის 2000 კვ-ზე მეტი ფართი წარმოადგინა ნიკეას ქუჩაზე.
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე უსახლკარო ადამიანებისათვის სოციალური საცხოვრისის მშენებლობა თებერვლის თვეში დასრულდება.
ქუთაისში სოციალური საცხოვრისის მშენებლობა მერიამ 2016 წელს დაიწყო და იგი ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა, რაც 2 500 000 ლარი

ამინდი