Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულელი მეწარმე დაბა ხარაგაულში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს პურს დაურიგებს

თარიღი : 28-03-2020, 20:26 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულელი მეწარმე მერიის მოხალისეთა ჯგუფს შეუერთდა.

მცირე მეწარმე დავით გაჩეჩილაძე 5 აპრილამდე, ყოველდღე, დაბა ხარაგაულში მცხოვრები 20 უკიდურესად გაჭირვებული ოჯახისთვის 1000 პურს გამოყოფს.

მოხალისეთა ჯგუფის წევრები მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ოჯახებს, კუთვნილ პურს, სახლებში ყოველდღიურად მიაწოდებენ.

“ხარაგაულის მერია მადლობას უხდის ყველა მეწარმეს გამოჩენილი გულისხმიერებისთვის! მადლობას ვუხდით ასევე, მოხალისეთა ჯგუფის წევრებს, რომლებიც გარკვეული რისკის ფასად, დიდი ენთუზიაზმით ასრულებენ დავალებებს, რეკომენდაციების სრული დაცვით,”-აცხადებენ ხარაგაულის მერიაში.

დღესვე, მოხალისეთა ჯგუფის წევრებმა ხარაგაულის სოფლებში მაცხოვრებელთა ინფორმირება მოახდინეს, რათა მოქალაქეები დარჩნენ სახლში და ნუ შეუწყობენ ხელს ვირუსის გავრცელებას.

“სწორედ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ შეინიშნება თავშეყრა სოფლებში. სწორედ იმიტომ, რომ ჯერ ისევ იკრიბებით ოჯახებში და მეგობრების წრეში! სწორედ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არ იცავთ სრულყოფილად სოციალურ დისტანციას და ასევე, სრულყოფილად არ ითვალისწინებთ რეკომენდაციებს! მოხალისეთა ჯგუფის წევრებმა სოფელ-სოფელ ჩამოიარეს ინფორმირებისათვის. ახლა, როცა ქვეყანა ეპიდემიის შიდა გავრცელების ეტაპზე გადავიდა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია კატეგორიულად მოგიწოდებთ - გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, არ გამოხვიდეთ გარეთ! გაუფრთხილდით ერთმანეთის ჯანმრთელობას და დარჩით სახლში,”-აცხადებენ ხარაგაულის მერიაში.


ნანახია: 496-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი