Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საბავშვო ბაღებიდან 27 და 28 მარტს საკვები პროდუქტები გაიცემა

თარიღი : 26-03-2020, 22:12 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანება მიმდინარე წლის 27 და 28 მარტს ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილ პროდუქტებს გასცემს. პროდუქტის წაღება აღსაზრდელის მშობელს შეეხება. ინფორმაციას ამის შესახებ ბაგა-ბაღების გაერთიანება ავრცელებს.

“საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებით, ააიპ „ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების" მართვაში არსებულ 37 ფილიალში სააღმზრდელო პროცესის შეჩერების გამო, აღსაზრდელთათვის გაიცემა საკვები პროდუქტები, რომლებიც ბავშვთა კვებისათვის ბაღებში უნდა გამოყენებულიყო.

პროდუქტების გაცემა მოხდება საბავშვო ბაღებიდან ა/წლის 27 და 28 მარტს, 11 საათიდან 18 საათამდე.

პროდუქტის მისაღებად ადგილზე უნდა გამოცხადდეს აღსაზრდელის მშობელი.

პროდუქტის მიღების პროცესი იწარმოებს ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.
საკონტაქტო ნომერი: 0431 25 37 01,”-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.


ნანახია: 515-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი