Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულში, კარანტინში მყოფი მარნეულის მოქალაქეები თავს კარგად გრძნობენ

თარიღი : 26-03-2020, 16:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულში, ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მარნეულის მაცხოვრებლების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის დირექტორმა შმაგი ხიჯაკაძემ, ადგილზე ნახეს ის საცხოვრებელი ფართები, სადაც მარნეულელი პირები თვითიზოლაციის პირობებში იმყოფებიან.

ისინი თავს კარგად გრძნობენ და კორონა ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ.

სამედიცინო შემოწმებას მარნეულის 26 მოქალაქეს ოჯახის ექიმი დღეში სამჯერ უტარებს.

ფართში, სადაც მარნეულელი მოქალაქეები იმყოფებიან, დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, პირები კონტროლდებიან უსაფრთოხების თანამშრომლის მიერ.

დამსაქმებელი ჩინური კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ საკარანტინო პერიოდში სრულად უზრუნველყოფენ დასაქმებულების კვებას და შრომით ანაზღაურებას.

თვითიზოლაციაში მყოფ პირებს საკარანტინო პერიოდი 31 მარტს უმთავრდებათ.


ნანახია: 781-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი