Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანში ცენტრალური მოედნის გარე პერიმეტრი წესრიგდება

თარიღი : 25-03-2020, 17:47 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ვანში ცენტრალური სტადიონის გარე პერიმეტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

მიმდინარეობს საფეხბურთო მოედნის ირგვლივ არსებული ძველი რკინა-ბეტონის კიუვეტების ამოღება და დასაწყობება, არხის გაწმენდა და ფრაქციული ღორღით შევსება. ასევე, განხორციელდება გარე პერიმეტრზე ძველი ამორტიზებული რკინაბეტონის ბორდიურების დაშლა და ახლის ჩამოსხმა. არსებული საფარის ორმული შეკეთება და ერთი ფენა ახალი ასფალტობეტონის საფარის მოწყობა, დეკორატიული განათების მოწყობა და საპარკე სკამების განთავსება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა დაათვალიერეს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ზანაძგა“ ახორციელებს.
რეაბილიტაციისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 116 448 ლარი დაიხარჯება.


ნანახია: 226-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამუშაოების მიმდინარეობა დღეს ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა

ამინდი